ორმა მოხუცმა კილერს ”კუდიანი” მეზობლის მკვლელობა დაუკვეთა

ორმა მოხუცმა ქალმა, რომელთაგან ერთი 72-ის, ხოლო მეორე 81 წლის არის, ალტაის რესპუბლიკის ქალაქ ალეისკაში თავიანთი ნაცნობის მოკვლა სცადეს. პენსიონერები თავიანთ ნაცნობ ხნიერ ქალს კუდიანად თვლიდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოკვლა.

კრიმინალური სერიალების ყურების შემდეგ ერთ-ერთმა მოხუცმა გადაწყვიტა, ”კუდიანის” მოკვლა,

რომელსაც თავის ჯანმრთელობის პრობლემებში ადანაშულებდა, კილერისთვის ”შეეკვეთა”. მკვლელის ძიებაში მან დახმარებისთვის თავის 81 წლის მეგობარს მიმართა. მეგობარიც დათანხმდა და მის ნაცნობ მამაკაცს ”კუდიანის” მოკვლის სანაცვლოდ 10 000 რუბლი შესთავაზა.

”მამაკაცი კანონმორჩილი მოქალაქე აღმოჩნდა, ის პოლიციას დაუკავშირდა და ქალების განზრახვა გაუმხილა”, – ყვება გამომძიებელი. შემდეგ მოქმედება პოლიციის თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ განვითარდა. ”კილერი” შეხვდა დამკვეთებს, ფული გამოართვა და წავიდა ”ქალის მოსაკლავად”.

მეორე დღეს ის კვლავ შეხვდა მოხუცებს და უთხრა, რომ ”კუდიანი” მოკლა. სწორედ ამ დროს დაიჭირეს პენსიონერები. მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე მკვლელობის ორგანიზების მუხლით.

ეყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები