10 წლის განმავლობაში ქალი 13-ჯერ დაფეხმძიმდა, რომ პატიმრობა აერიდებინა თავიდან

ჩინეთში 39 წლის ადგილობრივი, გვარად ცზენი ათი წლის განმავლობაში ცამეტჯერ დაფეხმძიმდა, რათა სამუდამო პატიმრობა აერიდებინა თავიდან.

ქალს დარჩენილი ცხოვრება ციხეში უნდა გაეტარებინა კორუფციული დანაშაულის გამო. სასამართლომ მას სასჯელად სამუდამო პატიმრობა 2005 წლის 17 ოქტომბერს გამოუტანა. შემდეგ პატიმრობა დროებით გირაოთი გათავისუფლებით

შეიცვალა ქალის ფეხმძიმობის გამო.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც დამნაშავეს უკვე უწევდა ციხეში გაგზავნის დრო, ის კვლავ დაფეხმძიმდა. ასე გაგრძელდა მისი თავისუფლება, ქალმა კი აბორტი გაიკეთა.

2006 წლიდან მოყოლებული ცზენმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს 14-ჯერ აცნობა და აქედან 13-ჯერ ის მართლა ფეხმძიმედ იყო. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მუნიციპალური ბიურო სასამართლოში არაერთხელ აგზავნიდა ქალის დაკავების შესახებ განცხადების ხელახლა გადახედვის მოთხოვნას. ამჟამად ცზენი უკვე დაკავებულია და სასჯელს იხდის.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები