ფეხებისა და თეძოების გასახდომი დიეტა – მინუს 5 კგ 7 დღეში

ამ დიეტის ავტორები ამტკიცებენ, რომ მისი დაცვის შემთხვევაში ზედმეტი ცხიმი, ძირითადად, ქრება დუნდულებიდან, თეძოებიდან და ბარძაყებიდან.
ხანგრძლივობა: 1 კვირა

აუცილებელი პირობა: ყოველდღიურად, გაღვიძებისთანავე უნდა მიიღოთ 500 მლ წყალი.

დღე პირველი, დღე მეორე

საუზმე 1:

ჩახეხეთ 3 კუბი მწარე შოკოლადი უცხიმო რძეში და მიირთვით.

საუზმე 2:

300 მლ გაყინული და გამდნარი წყალი, რომელშიც დამატებული იქნება 1 ჩაის კოვზი თაფლი.

სადილი 1:

1 პომიდვრის, 1 კიტრის, ხახვისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სალათა.
ერთი ჭიქა უცხიმო რძე.

სადილი 2:

მოამზადეთ სასმელი: 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 250 მლ წყალი.
100 გრ იოგურტი.

ვახშამი:

1 ვაშლი ან 1 მსხალი, 500 მლ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი.

მესამე დღე

გამოიყენეთ პირველი დღის მენიუ, გარდა სადილისა. სადილად სალათის მაგივრად მიირთვით შემდეგი რეცეპტით მომზადებული წვნიანი:

1,5 ლ წყალი;

1 კონა მწვანე ხახვი;

500 გრ სტაფილო;

500 გრ პომიდორი.

მეოთხე დღე

საუზმე – გაწელეთ შუადღემდე, 12 საათამდე სვით 1,5 ლ წყალი. შემდეგ დალიეთ 2 გრეიპფრუტისგან გამოწურული წვენი.
შოკოლადიანი რძე (როგორც პირველ დღეს).0,3 ლ ბოსტნეულის ბულიონი.

სადილი 1:
ლიმონის წვენი (როგორც პირველ დღეს)

სადილი 2:
ორთქლზე მომზადებული თევზი.

ვახშამი:
500 მლ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი.
1 ვაშლი

მეხუთე დღე

საუზმე:
გაწელეთ შუადღემდე, 12 საათამდე სვით 1 ლიტრი წყალი.

სადილი:
250 გრ უცხიმო ხაჭო (0%).
ნატურალური იოგურტი;
1 ჩ.კ. თაფლი

სამხარი:
1 ცალი რომელიმე ჩირი (თქვენი გემოვნებით), ერთ საათში კი კიდევ ერთი.

ვახშამი:
500 მლ გაყინული და გამდნარი წყალი.
1 ჩაის კოვზი თაფლი.

მეექვსე დღე

საუზმე:
წვნიანი, რომლის რეცეპტიც ზემოთ შემოგთავაზეთ.

სადილი:
იოგურტი
ლიმონის წვენი (როგორც პირველ დღეს)

ვახშამი:
500 მლ გაყინული და გამდნარი წყალი.
გრეიპფრუტი.

მეშვიდე დღე

საუზმე:
ცოტაოდენი ყველი;
500 მლ გაყინული და შემდეგ გამდნარი წყალი.

სადილი:
უცხიმო თევზი;
1 პომიდვრის, 1 კიტრისა და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთისგან მომზადებული სალათა.

სამხარი:
იოგურტი;
ლიმონის წვენი (როგორც პირველ დღეს)

ვახშამი:
იოგურტი;
3 ვაშლი.

დიეტის შედეგი:
გპირდებით სხეულის ქვედა ნაწილების საგრძნობლად შემცირებას ზომებში და მინუს 5 კგ-ს.

ღირსება:
წონის სწრაფი კლება.
*რაციონში ბევრი სასარგებლო პროდუქტია, რომლებიც უამრავ ვიტამინს შეიცავს.

უარყოფითი მხარე:
დიეტის ზოგიერთი დღე შიმშილს გულისხმობს (ფაქტობრივად, არ შედის საუზმე ან ვახშამი).

წყარო: http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები