იმ მოთამაშეთა სიას, რომლებიც თბილისში უეფას სუპერთასის მატჩისთვის ვერ ჩამოვლენ, “ბარსელონას” ფორვარდიც მიემატა.
უცხოურმა გავლენიანმა გამოცემამ – Marca-მ დაწერა, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი “სევილიასთან” გასამართ სუპერთასის მატჩზე თბილისში ვერ ჩამოვა.
იტყობინებიან, რომ ნეიმარს ღორის გრიპი შეეყარა. ინფექციური შემოწმებების გამო ის სუპერთასის მატჩზე არ იქნება. ევროპის სუპერთასის მატჩის გარდა ის ესპანეთის სუპერთასის მატჩსაც გამოტოვებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” სუპერთასის მატჩისთვის ხორდი ალბაც დააკლდება.
წყარო: http://goal.ge