ვიქტორია ბეკჰემმა Spice Girls-ის საიუბილეო ტურნეში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

 

პოპჯგუფ Spice Girls-ის მომღერლები ისევ გაერთიანდნენ, რათა მომავალ წელს საიუბილეო ტურნეში მიიღონ მონაწილეობა. საქმე ისაა, რომ ბრიტანულ ჯგუფს მომავალ წელს 20 წელი უსრულდება. 1996 წელს მათი პირველი სინგლის, Wannabe-ის ჩაწერიდან 20 წელი გავიდა.

ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ ჯგუფის ერთ-ერთი სოლისტი ვიქტორია ბეკჰემი ამ ტურნეში მონაწილეობას არ აპირებს. ბექჰემს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის Spice Girls-ი უკვე წარსულშია. ამჟამად მოდელიერს ოჯახში და საკუთარ კომპანიაში ბევრი საქმე აქვს, ამიტომ ის გოგონებს „წარმატებას უსურვებს“.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Spice Girls-ის თითოეულმა მონაწილემ ამ ტურნეში შეიძლება 10 მილიონი აშშ დოლარი მიიღოს. ამ საკითხზე მათთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები