“ამდენი წლის, კარგი ოჯახი რომ ინგრევა ამაზე გვწყდება გული” – ბუკა პეტრიაშვილის ნათესავები მის ახალ ქორწინებას ეწინააღმდეგებიან?
ბუკა პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტზე დაქორწინების შესახებ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა, რასაც ბევრი ადამიანის გაკვირვებაც მოჰყვა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეკა და ბუკა კუს ტბაზე დაახლოვდნენ, სადაც ყოველ დილით ვარჯიშობენ. ისინი წარსულში იყვნენ დაქორწინებულები, ბუკა პეტრიაშვილის მეუღლე ქეთი კავთელაძე გახლდათ. როგორც აღმოჩნდა, პეტრიაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მისი ოჯახისთვისაც. ყოფილი მინისტრის მამიდამ სოციალურ ქსელში ბუკა პეტრიაშვილს საკუთარ გადაწყვეტილებაზე დაფიქრება ურჩია. რასაც მოჰყვა ხმები იმის თაობაზე, რომ პეტრიაშვილის ოჯახს ექს-მინისტრის გადაწყვეტილება არ მოსწონს. Ambebi.ge ნანა პეტრიაშვილს დაუკავშირდა:
– ქალბატონო ნანა, თქვენი კომენტარის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ოჯახს ალექსი პეტრიაშვილის არჩევანი არ მოსწონს…
– არჩევანზე არ არის საქმე, ყველას აქვს ბედნიერების უფლება, უბრალოდ ოჯახის დანგრევა არავის არ გვსიამოვნებს. თავად ალექსიმ მომწერა მესმის ყველაფერიო, ნაწყენი არ არის. ამდენი წლის, კარგი ოჯახი რომ ინგრევა ამაზე გვწყდება გული.
– მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს ამბავი?
– მოულოდნელი იყო. მე სოციალური ქსელით გავიგე ეს ამბავი, ჭორადაც არ გამიგია. არ მიყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა.
– ოფიციალურად გაეყარა ბატონი ალექსი მეუღლეს?
– არა, ოფიციალურად ჯერ არ გაყრილან.
წყარო: www.ambebi.ge