ჩასახვის საწინააღმდეგო 6 ბუნებრივი საშუალება

თავდაპირველადვე უნდა ითქვას, რომ იდეალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. ვიღაცისთვის პრეზერვატივი უხერხულობას ქმნის, უსიამოვნოა და ასე შემდეგ… სხვები ვერ იტანენ აბებს და სპირალს და თვლიან, რომ ამ უკანასკნელებისგან ისინი წონაში იმატებენ, უქვეითდებათ ლიბიდო და სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებენ.
მაგრამ არსებობს რამდენიმე ბუნებრივი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი – არაჰორმონალური, არამექანიკური, ყოველგვარი იმპლანტანტისა და მოწყობილობის გარეშე, რომლებიც თქვენსა და პარტნიორს შორის ბარიერს არ ქმნის.

აღსანიშნავია, რომ თუკი საქმე უცნობ პარტნიორთან სექსს ეხება, პრეზერვატივის გამოყენება ამ შემთხვევაში აუცილებელია, რათა თავი დაიცვათ სქესობრივი ინფექციებისგან.

6 ბუნებრივი კონტრაცეფცია:

1. პაპაიას თესლის ნაყენი. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მამაკაცები დღესაც მიირთმევენ ერთ ჩაის კოვზ პაპაიას თესლს და ეს ჩასახვის საწინააღმდეგოდ შესანიშნავად მუშაობს. პაპაიას თესლს უსაფრთხოდ ჩამოჰყავს სპერმატოზოიდების რაოდენობა ნულამდე. მაგრამ ამ ეფექტისთვის პაპაიას თესლი მინიმუმ თვეში 3-ჯერ უნდა მიიღოს მამაკაცმა. როგორც კი მამაკაცი მის მიღებას შეწყვეტს, სპერმატოზოიდების რაოდენობა მაშინვე აღდგება.

2. ოვულაციის ციკლის კონტროლი. წესისამებრ, ქალს დაფეხმძიმება თვეში მხოლოდ 3-4 დღეში, ოვულაციამდე 2 დღით და ოვულაციიდან 2 დღის შემდეგ შეუძლია. ამიტომაც ღირს, ყურადღებით გააკონტროლოთ ციკლი და უსაფრთხო სექსისთვის განკუთვნილი დღეები.

3. ველური სტაფილოს თესლი უკვე ასეულობით წელია გამოიყენება, როგორც ბუნებრივი კონტრაცეპტივი. ის უსაფრთხოა, არ არღვევს ციკლს და მისი მოყვანა საკუთარ ბაღშიც შეგიძლიათ. ერთი ნიუანსია: ის კვერცხუჯრედის იმპლანტაციას უშლის ხელს და არა მის განაყოფიერებას. სტაფილოს თესლს სექსამდე 8-24 საათის განმავლობაში იღებენ, რა თქმა უნდა, ოვულაციის დღეებში 24, მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში. სტაფილოს თესლი შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ და ისე მიირთვათ, ასევე, მოამზადოთ მისგან ნაყენი ან ჩაი. ველური სტაფილოს თესლი ამაღლებს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს 72 საათის განმავლობაში და ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას.

4. საბაზისო ტემპერატურის გაზომვა (უკანა ტანიდან): როცა ტემპერატურა ჩვეულებრივიდან 0,5-1 გრადუსით დაიწევს, ასეთ დროს ხდება ოვულაცია და დაუცველი სექსი 2-3 დღის განმავლობაში სახიფათოა.

5. გამონადენი საშოდან. ოვულაციის დროს გამონადენი უფრო შესამჩნევი, თეთრი და წებოვანია. უსაფრთხო დღეებში ის, ფაქტობრივად, აღარ უნდა იყოს და ამ დროს სექსი უსაფრთხოა.

6. ტესტი ოვულაციაზე – მუშაობს ორსულობაზე ტესტის ჩატარების ანალოგიურად, ორგანიზმში ჰორმონების დონის გაზომვით. დაიწყეთ მისი კეთება სავარაუდო ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე, რათა ზუსტად განსაზღვროთ ჰორმონების რაოდენობა. ტესტის ჩხირზე ფერის ინტენსივობა ჰორმონის რაოდენობაზე მეტყველებს, რომელიც ოვულაციამდე 20-48 საათით ადრე მაღლა იწევს და მას შემდეგ კიდევ 8-12 საათი შენარჩუნდება. ასე რომ, როცა ტესტის ჩხირზე მკვეთრად გამოიხატება ერთი წითელი ხაზი, ამ დროს დიდი შანსია, დაორსულდეთ.

წყარო: http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები