მოსკოვის მეტროში ახალგაზრდა წყვილი სექსით დაკავდა

მოსკოვის მეტროპოლიტენის პრესსამსახურმა ახსნა, თუ როგორ მოხვდა მეტროს გვირაბში გადაღებული სექსის ამსახველი ფოტო ინტერნეტში. ინციდენტი მეტროპოლიტენის ზამოსკვორეცკის ხაზზე მოხდა, – წერს „იტარ-ტასი“.

მეტროს პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა წყვილი გამაერთიანებელ ხაზზე იმყოფებოდა, სადაც მატარებლები მხოლოდ მოტრიალებისა და ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლის შემთხვევაში ჩნდებიან.

თუ „მიწისქვეშა რომანტიკის მოყვარულები“ მუდმივად მოქმედ ხაზზე გამოჩნდებოდნენ, მათ დაუყოვნებლივ დაიჭერდნენ, – განაცხადეს პრესსამსახურში.
გვირაბში „შეჭრის“ საქმეს სამართალდამცავები იძიებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები