„მამაო სოციალურ ქსელში არ უნდა იხმობდეს გოგოებს წირვაზე და ეკითხებოდეს ფინანსურ მდგომარეობას და პირად ამბებს“,-ამ შინაარსის მორიგ პოსტს facebook-ის უკვე ცნობილი მომხმარებელი მარიამ მღებრიშვილი აქვეყნებს და მასსა და მამაოს შორის მიმოწერის შესახებ განმარტებას აკეთებს.
„მე ჩემს გვერდზე დავდე ის, რაც არ მიმაჩნდა სწორად. მამაო სოციალურ ქსელში არ უნდა იხმობდეს გოგოებს წირვაზე და ეკითხებოდეს ფინანსურ მდგომარეობას და პირად ამბებს.
საბოლოოდ ტელეფონის ნომერი მოითხოვა, როგორ თუ არ მივედი მასთან, გამიბრაზდა. უარყოფით კომენტარებს არც ვაქცევ ყურადღებას, ტყუილად იხარჯებით.
აქ თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგ ანაფორიან კაზანოვას და არა მე ! საკუთარი აზრის გამოთქმისა და დაფიქსირებოს უფლება ყველას აქვს, მათ შორის მეც. ვინც მაკრიტიკებთ და ამბობთ, რომ საერთოდ არ ვარსებობ – ვარსებობ ! ან რამეს ვარ აცდენილი – ეს თქვენ ხართ აცდენილები. სანამ თქვენს ახლობელს არ შეეხება სხვისი გულთან არ მიგაქვთ , აი ეს არის თქვენი პრობლემა.
აბაა საწყალმა ეკლესიას აცდენილი მნახა და საათში ერთხელ მიხმობდა რათა მოვექციე, ვაი ვისაც ასე ბრმად გწამთ ყველაფრის. მლანძღეთ, მე ამით არაფერი მაკლდება“,-წერს მღებრიშვილი.
სხვა სიახლეები