25 დასახლებული ადგილი, სადაც ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ

ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები ყველაფერს ეჩვევიან, მათ შორის ცხოვრების საშინელ პირობებსაც ეგუებიან.

დედამიწაზე უამრავი ძალიან ლამაზი კუთხე არსებობს, სადაც ცხოვრება ერთი სიამოვნებაა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო,  საცხოვრებლად ისეთ ადგილებს ირჩევენ, რომლებიც სხვებს მხოლოდ ყველაზე საშინელ კოშმარებში თუ დასიზმრებიათ.

საიტმა Ofigenno.cc 25 ასეთი ადგილის კოლაჟი შექმნა, სადაც ადამიანების ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ ისინი იქ მაინც ცხოვრობენ.

1. სადგური “აღმოსავლეთი”, ანტარქტიდა

აქ რეკორდული სიცივეა, ჰაერში, პრაქტიკულად, არ არის ტენიანობა, საშინლად იგრძნობა ჟანგბადის უკმარისობა. ქარის საშუალო სიჩქარე 18 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო პოლარული ღამე, შეიძლება, ნახევარი წელი გაგრძელდეს. მკვლევარებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აკლიმატიზაციისთვის რამდენიმე თვე სჭირდებათ, ამ პერიოდის განმავლობაში, მათ საშინელი კრუნჩხვები, თავის ტკივილები, ცხვირიდან სისხლდენა და ა.შ. ემართებათ.

2. Death Valley (სიკვდილის ველი), აშშ
დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი ადგილი. მაგრამ აქაც არსებობს პატარა დასახლება, რომელსაც Furnas Creek-ს (ფერნას კრიკი) უწოდებენ.

 

3. ოიმიაკონი, რუსეთი
საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ამ ადგილს ჩრდილოეთ პოლუსს უწოდებენ…

4.  La Oroya, პერუ
ძალიან დაბინძურებული ადგილი. აქ მაცხოვრებელი ბავშვების უმრავლესობა ტყვიითაა მოწამლული.

 

5. დალოლი, ეთიოპია

ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან. გარდა ამისა, ისინი აუტანელ სიცხესაც იტანენ, რადგან ჰაერის ტემპერატურა არასდროს ჩამოდის 40 გრადუსს ქვემოთ.

 

6. ნორილსკი, რუსეთი
აერთიანებს დაბალ ტემპერატურას და სამრეწველო დაბინძურების მეტისმეტად მაღალ დონეს.

7. Motu, ჩინეთი.

ძალიან რთულადმისადგომი ადგილი, რომელშიც 10000 ადამიანი ცხოვრობს. იქ მისასვლელად ერთი კვირა მთის საშიში ბილიკებით სიარული მოგიწევთ.

8. Muli ფარერის კუნძულები

ამ სოფელში სულ 4 ადამიანი ცხოვრობს. ისინი ითმენენ იზოლაციას, ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას და საშინლად არაპროგნოზირებად ამინდს…

9. Meghalaya, ინდოეთი

ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში. ამასთან, მუსონებიც დიდად არ ახარებს მოსახლეებს.

10. Kifuka, კონგო

ამ პატარა სოფლის მაცხოვრებლები საშინელ და ხშირ ჭექა-ქუხილს იტანენ. მეხი ერთ კვადრატულ კილომეტრზე წელიწადში საშუალოდ 25-ჯერ ვარდება.

11. მცურავი სახლები ფილიპინებზე

ასეთ სახლებში მომთაბარე ხალხი ხალხი ბაჯო ცხოვრობს, მათ “ზღვის ბოშებსაც” უწოდებენ.

12. ტრისტან-და-კუნია

ეს კუნძული მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან 3000 კმ-ის მოშორებით. ადგილობრივებს უცნობები არ უყვართ…

13. Barrow, აშშ

ეს ქალაქი ალიასკაზე პოლარული ღამეებითა და დაბალი ტემპერატურით არის ცნობილი. ის ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპირო ხაზზე მდებარეობს.

14.  Socotra, იემენი
მიუხედავად იმისა, რომ ამ კუნძულზე 40000 ადამიანი ცხოვრობს, აქ მხოლოდ 2 გზაა გაყვანილი.  ადგილი იზოლირებულია…

15. პომპეი, იტალია

ნაყოფიერი ნიადაგის წყალობით, ცნობილი ვეზუვის ფერდობი ამ დრომდე დასახლებული ადგილია, მაგრამ ის ძველებურად ძალიან საშიშ ზონად რჩება.

16. Linfen, ჩინეთი.
ქალაქი მდებარეობს ჩინეთში, ქვანახშირის რეგიონში. ფოტო თავად ამბობს სათქმელს…

17. ჩერნობილი, უკრაინა
1986 წლის კატასტროფის მიუხედავად, ამ გარიყულ ზონაში ადამიანების გარკვეული რაოდენობა მაინც ცხოვრობს.

18. La Rinconada, პერუ

30000 ადგილობრივი მაცხოვრებელი ოქროს მაღაროში მუშაობს. უმრავლესობა მათგანი ვერცხლისწყლითაა მოწამლული. საინტერესო ისაა, რომ ამ ადამიანებს მუშაობაში ხელფასს არავინ უხდის, თვეში ერთხელ მათ აძლევენ საშუალებას, გაიტანონ იმდენი მადანი, რამდენსაც შეძლებენ.

19. Minqin, ჩინეთი

ამ ტერიტორიას ორი უდაბნო ესაზღვრება. დროთა განმავლობაში  ნაყოფიერი მიწებიც  ქვიშით დაიფარება, თუმცა იქ ჯერ კიდევ ცხოვრობს მოსახლეობა.

20.  Cook, ავსტრალია

ოდესღაც ეს რკინიგზის სადგური იყო, ახლა აქ 4 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც საჭმლისა და წყლის მოპოვება სხვადასხვა საშუალებებით უწევთ., რადგან ახლომდებარე ტერიტორიაზე  არანაირი მოსავალი არ მოდის.

21. პიტკერნის კუნძულები

აქ მოხვედრა მხოლოდ კანოეს საშუალებით შეიძლება. კუნძულზე 9 ოჯახი ცხოვრობს. ეს, დაახლოებით, 50 ადამიანია.

22.  კივუს ტბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა / რუანდა
სანაპიროზე, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  ტბაში დიდი რაოდენობით მეთანი მოიპოვება, რის გამოც  ეს ადამიანები საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

23. მერაპის მთა, ინდონეზია

ბოლო 500 წლის განმავლობაში ვულკანი 60-ჯერ ამოიფრქვა. მიუხედავად ამისა, 250 000 ადამიანი მთის ძირში მაინც ცხოვრობს.

24. ვერხოიანსკი, რუსეთი.

ადრე აქ მსჯავრდებულებს ასახლებდნენ. ახლა კი ამ ქალაქში, დაახლოებით, 1500 ადამიანი ცხოვრობს.

25. ატაკამას უდაბნო, ჩილი/პერუ

ამ, მსოფლიოში ყველაზე მშრალ ადგილას, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უმრავლესობა მათგანი ადგილობრივ მაღაროებში მუშაობს.

წყარო:http://sazogadoeba.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები