„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს და ყოველდღიურად ზრუნავს, რათა მომსახურება კიდევ უფრო სახალისო გახადოს. „ფუდპანდამ“ ამჯერად სუპერაქცია დაიწყო – შემოიხედე www.foodpanda.ge -ზე. ყოველ დღე 21:00 – 02:00 საათამდე შეუკვეთე შენთვის სასურველი კერძი, chek out-ის დროს გამოიყენე ვაუჩერის კოდი HAPPYNIGHT და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით! https://goo.gl/ty57cI. ვაუჩერის კოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინგადახდისას. რესტორნების ფილტრში მონიშნე “ონლაინ გადახდა” და იხილავ ყველა იმ ობიექტს, რომელზეც შესაძლებელია ვაუჩერის გამოყენება. ასე რომ, გაატარეთ ცხელი ზაფხულის საღამოები „ფუდპანდასთან“ ერთად!
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. „ფუდპანდა“, ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი, მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.