50 წლის სოსო პავლიაშვილმა საყვარელ ქალს ცოლობა სცენიდან ძალიან ლამაზად და ემოციურად სთხოვა – ვიდეო

50 წლის იუბილე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა, რუსული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად სცენაზე მის გვერდით იდგა ირინა პლატახიც, რომელიც სოსო პავლიაშვილთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და მათ 2 შვილიც ჰყავთ, თუმცა ამ დროის განმავლობაში პავლიაშვილი ჯერ თბილისელ ცოლთან იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში, შემდეგ კი ირინასთან ურთიერთობის დაკანონებას სულ სამომავლოდ დებდა.

საიუბილეო კონცერტის ბოლოს პავლიაშვილმა კონცერტის ყველა მონაწილე სცენაზე გამოიხმო, ხანგრძლივი აპლოდისმენტების შემდეგ ჰაერში ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვი გამოჩნდა, რომელმაც სოსოს პატარა ყუთი გადასცა.

რამდენიმე წამში ჩაირთო სოსოს ძველი ჰიტი „მე შენთან ვარ“ და მომღერალი მთავარ სათქმელზე გადავიდა.

„ძვირფასო ირა, 18 წლის წინ მე და შენ ერთმანეთი ამ სიმღერამ გაგვაცნო. ამ წლების გამავლობაში მე და შენ გამოვიარეთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდით.

მე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა და დღემდე აღმაფრთოვანებს შენი სილამაზე, შენი სინაზე, სიბრძნე, ერთგულება. მოკლედ რომ ვთქვა შენ ჩემი მგელი ხარ.

შენ მე გამიჩინე ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი, იმედი მაქვს ეს ზღვარი არ არის, მე შენ მაინც დაგითანხმებ.

ასეთი სერიოზული გამოსაცდელი ვადის შემდეგ, მე უნდა მოვიქცე ისე როგორც ვალდებულია მოიქცეს ყველა წესიერი მამაკაცი“ – თქვა სოსომ და ირინას წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა.

„ღვთის წინაშე, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების წინაშე, მე მინდა, რომ შენ ბოლოს და ბოლოს ჩემი კანონიერი ცოლი გახდე“ – დაამატა მომღერამა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.

წყარო:http://droni.ge/?m=6&AID=22036

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=m-wZlYpXO1s[/youtube]

 

კომენტარები

სხვა სიახლეები