10 წელიწადში დედამიწას გლობალური კატასტროფა ემუქრება

ამერიკელმა, რუსმა, შვედმა, ჰოლანდიელმა, ინგლისელმა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელმა მეცნიერებმა გააერთიანეს ძალები არქტიკული მყინვარების ლღობის საფრთხეების შესასწავლად, რათა წინ აღუდგნენ მოსალოდნელ კატასტროფას. მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, კაცობრიობას გლობალური კატასტროფა ემუქრება, რის არმოსაფხვრელადაც საჭირო იქნება მთელი მსოფლიოს ბიუჯეტი.

გასულ წელს შეიქმნა ორი საერთაშორისო არქტიკული ექსპედიცია, რომელიც იკვლევდა მთელი პლანეტის კლიმატს. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სიღრმეებში, 100 მეტრით ქვევით აღმოჩენილია მეთანის დიდი რაოდენობა. გათხრების მონაცემების თანახმად, ყინულის მთები უკვე ტრანზიტში იმყოფება. უკანასკნელ ექპედიციაზე მეცნიერებმა მეთანის ნარჩენების ხუთასი ანომალიური მოდელი აღმოაჩინეს.

მყინვარების

დნობა იწვევს ატმოსფეროში მეთანის გამოყოფას, ამან კი შესაძლოა უპროგნოზო კუთხით მოახდინოს გავლენა დედამიწის ეკოლოგიაზე. მეცნიერები მოვლენების განვითარების სულ ოთხ ვარიანტს განიხილავენ: ყელაზე ოპტიმისტურს და ყველაზე პესიმისტურს, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ამ პროგნოზის თანახმად, ატმოსფეროში გაიფანტება 5 პროცენტი მყინვარის აირი და მეთანის კონცენტრაცია გაიზრდება. ასეთი სცენარის შემთხვევაში, შედეგებთან ბრძოლას 70 ტრილიონი დოლარი დასჭირდება.

მეთანის ნარჩენებმა და ნახშირმჟავის აირმა, რაც ყინულების ლღობის შედეგად გამოიყოფა, ათი წლის განმავლობაში შესაძლოა დედამიწა კრიტიკულ ტემპერატურამდე ”გაათბოს”, რაც გლობალური კატასტროფის გარანტი იქნება.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები