ივანა მელაი ფეხმძიმობაზე გავრცელებულ ჭორებს უარყოფს

რამდენიმე საათის წინ, საქართველოში მოღვაწე უკრაინელ მომღერალ ივანა მელაიზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხმძიმედაა. ამბობენ, მუცელი ჯერ არ ეტყობა, თუმცა მალე დედა გახდებაო. ინფორმაციას რამდენიმე ინტერნეტ გამომცემლობა ავრცელებდა.

უკვე დიდი ხანია, რაც ივანა „ქუჩის ბიჭების“ წევრ გურამიკო ლომიძეს ხვდება და წყვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ.

ამიტომ ეჭვი, რომ მომღერალი ბავშვს ელოდებოდა, ვიღაცებს გაუჩნდათ.

ეს ამბავი თავად მომღერალთან გადავამოწმეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვს არ ელოდებოდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მასზე მორიგი ჭორი გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ ივანა პროექტ ”ერთი ერთში” მონაწილეობს. მისი შეყვარებული გურამიკო ლომიძე კი ამერიკაშია.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები