აირჩიე კარი და გაიგე, რა გელის მომავალში…

1ab90f1f12ac

ამ ტესტმა მთელი ინტერნეტ-სამყარო დაიპყრო… ასეთი ტიპის გასართობი ტესტები საინტერესოა იმიტომ, რომ მათი შედეგები მართლა ემთხვევა და სიმართლეს ამბობს ადამიანის პიროვნებაზე.
შეხედეთ ქვემოთ მოყვანილ რვა კარს. რომელ მათგანში მოგინდებოდათ ყველაზე მეტად შესვლა?ბევრი არ იფიქროთ, პირველს რომელზეც გაიფიქრებთ, მისი ნომერი აირჩიეთ და ქვემოთ შედეგები წაიკითხეთ… აბა, რა თქვა მან თქვენ შესახებ? მოგვწერეთ კომენტარებში…

პირველი კარი:

შენ ცხოვრებაში უბრალო რამეები გხიბლავს.შენ ეძებ სიმშვიდეს და მოგწონს, როდესაც დიდი ხნით რჩები საკუთარ თავთან მარტო. გირჩევნია, დრო ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან გაატარო. შენ ბედნიერი მომავალი გელოდება, რადგან იცი, რაც გინდა. შენ არ გიყვარს დრამები… მაგრამ ეცადე, მთლად მოსაწყენიც არ გახდე.

მეორე კარი:

შენ გხიბლავს სიმდიდრე, მაგრამ ისიც იცი, რომ ამას მხოლოდ დიდი შრომით თუ მიაღწევ. კიბეებიანი კარის არჩევა ნიშნავს, რომ გინდა, აცოცდე…გინდა, ყველაფერი საუკეთესო გქონდეს ცხოვრებაში და აცნობიერებ, რომ ამას ნელ-ნელა თუ მიაღწევ. არ გეშინია მწვერვალზე ასვლის. პრინციპში, ეს პროცესი გსიამოვნებს კიდეც.

მესამე კარი:

შენ ძალიან წინდახედული უნდა იყო. გიყვარს თავგადასავლები და სწორედაც რომ გამაფრთხილებელ ნიშნებზე დადიხარ. ცეცხლის ჰიდრანტი მოსალოდნელი საშიშროებების სიმბოლოა… თუ გრძნობ, რომ ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი რისკი გასწიე, დროა, შეჩერდე. ციფრი : 26, რომელიც კარის თავზე ჰკიდია, მნიშვნელოვანი ციფრია რელიგიაში და გჯერა თუ არა, ზემოდან ვიღაც ყოველთვის უყურებს შენს ქცევებს.

მეოთხე კარი:

შენ მზად ხარ ბრძოლაში წასასვლელად. წითელი ფერი და კოშკის კედლები ბრძოლის სიმბოლოა. რკინა და ბასრი კუთხეებიც კი ვერ შეგაჩერებს იმის მოთხოვნისგან, რაც გინდა. შენ დიდი ხანი იკავებდი თავს იმაზე, რაც ასე გსურდა და რადგან ახლა, ერთხელ უკვე გადალახე ბარიერი, ვეღარაფერი შეგაჩერებს !

მეხუთე კარი:

დამშვიდდი, შენი ცხოვრება მალე დალაგდება. შენ ეძენ სიმშვიდესა და კომფორტს. როგორც ჩანს, აქამდე რთული პერიოდი გქონდა.იყავი მათთან, ვისაც უპირობოდ და ძალიან უყვარხარ. აირიდე ნეგატიური ადამიანები.

მეექვსე კარი:

ვიცი, აქამდე ბევრი რთული რამ გადაიტანე, მაგრამ კარგია, რომ შეგრჩა ოპტიმიზი და მზად ხარ, შენი ცხოვრების წიგნის ახალი თავის დასაწერად.ცოტაც მოითმინე და მალე ყველაფერი ცუდი უკან დარჩება,ჯერ სინათლისთვის არ მიგიღწევია, მაგრამ ის უკვე გამოჩნდა.თუ ნათელი მომავალი ისევ შორს გეჩვენება, არ დანებდე ! იფიქრე იმაზე, რაც გადაგიტანია. ყველაზე ცუდი უკვე უკან დარჩა და თუ მუშაობას განაგრძობ, მიიღებ ნანატრ თავისუფლებას, რომელსაც ამდენ ხანს უდაბნოში მყოფი მწყურვალი ადამიანივით ეძებდი.

მეშვიდე კარი:

მოემზადე ქაოსისთვის, მაგრამ ნუ შეგეშინდება, შენ მას გადაიტან. ყველა კარის შეღება მოგწონს. მოემზადე სურპრიზებისთვის, მაგრამ ისედაც შეჩველი ხარ მათ. უბრალოდ, როცა ასეთი რამ მოხდება, გააღე ახალი კარი.


მერვე კარი:

შენ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ. თუმცა, სანამ რაიმეს გადაწყვეტ, ჯერ ფიქრობ, ღირს თუ არა იმის გაკეთება. ღირს !

წყარო – aww.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები