წინა სტატიაში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საქართველოს შესახებ. იქ გაკეთებული კომენტარები და აქცენტები ძირითადად რეალურ მოვლენებსა და სიტუაციებზე იყო. თუმცა არანაკლებ საინტერესო იქნება გავიგოთ ქართველი ერის პოტენციალი.
ისევე როგორც, წინა შემთხვევისას აქაც გამოყენებული იქნება გაშლა სახელად „სულელის გზა’’, თუმცა სამუშაო დასტად ამ შემთხვევაში თოტი ავარჩიე, ვინაიდან ჩავთვალე რომ ამ დასტით უფრო საინტერესო იქნებოდა ამ ერთობ აქტუალური თემის განხილვა.
როდესაც ვსაუბრობთ ერის პოტენციალზე, უნდა გავითვალისწინოთ რომ მეტწილად ვეხებით კოლექტიურ არაცნობიერს. ჩვენ ამ სტატიაში განვიხილავთ ძალიან ღრმად ჩადებულ არქეტიპებს, რომლებიც ქართველი ერის ხასიათს და ფსიქოტიპს აყალიბებს.
შევხედოთ ციკლის დასწყისს, ამ პოზიციაში არკანი „სიკვდილი’’, რომელიც ერთის მხრივ მიგვითითებს, რომ ადამიანები თვლიან, მათ როგორც ერს მძიმე ჯვარი აქვთ სატარებელი, ხოლო მეორეს მხრივ, ისინი განვითარების ყოველ ეტაპზე ხვდებიან წინააღმდეგობას, მათი წინსვლა დაკავშირებულია ომებთან, კრიზისებთან, რევოლუციებთან.
სანამ ბოლო პოზიციის გარჩევაზე გადავიდოდეთ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო პირველ სამ არკანზე რომელიც ერთად ხვდება, ესენია: „სიკვდილი’’, „ჩამოკიდებული კაცი’’, „ეშმაკი’’. ამ 3 ნეგატიური არკანის ერთად თავმოყრა გაშლის დასაწყისში მიუთითებს იმაზე, რომ ერმა დიდი გზა გაიარა სანამ ერად ჩამოყალიბდებოდა. აი უკვე ჩამოყალიბების შემდეგ რაც მოხდა არკან „ეშმაკზე’’, ადამაინისთვის პრიორიტეტული გახდა ლიდერობა. ლიდერობა არა მოპოვებითი, არამედ გარედან მოსული სიტუაციებით („ვარსკვლავი’’ „იმპერატორის“ ადგილას, ხოლო „იმპერატორი’’ „ბედის ბორბალის ადგილას’’).
ერის პოტენციალი და ძალა საკმაოდ მაღალია. ამას მიუთითებს „ძალის’’ ადგილას მდგარი „თავშეკავება’’, რაც თავისი არსით ნიშნავს, რომ ერს ენერგიის კონცეტრაციის უნარი გააჩნია. საინტერესოა საიდან იღებს მოტიაციას ენერგიის დაგროვებით. არკანი „ძალა’’ დგას არკანი „იეროფანტის’’ ადგილას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების ძალის წყარო ძირითადად რელიგიური საფუძვლებია და რწმენა ღმერთის, რომ ღმერთი მიცემთ საბრძოლო ენერგიას. და რაში გვჭირდება ეს ენერგია? ეს ენერგია კონფლიკტური სიტუაციებისგან განსათვაისუფლებლად და შემდგომ განსაკერძოველად გვჭრდება. განკერძოების შემდეგ, იმ უმაღლესი განვითარების დონეს მიღწეული ერი, ბუნებით კეთილი, ხელგაშლილი, სამართლიანია. მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდება ენერგიის აგრესიად გარდაქმნა ამ გაშლაში ძალიან მარტივად იკითხება. „ძალის’’ გვერდით არკანი „მთვარე’’ პირდაპირ მიგვანიშნებს რომ ხშირად ენერგიის მიმართვა ხდება არასწორი გზით. ამას გვიდასტურებს 18 არკანის ადიგლას არკანი „სამართლიანობის’’ დგომა.
როდესაც ვსაუბრობთ ერის სულიერი განვითარების სფეროზე,უდიდესი მნიშნველობა ენიჭება არკან „სულელს’’, რომელიც ჩვენს შემთხვევაში „ეტლის’’ ადგილს იკავებს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართულ გენში ჩაწერილია კოდის მიხედვით, აუცილებელია განვითარება და მ განივითარების გარეშე არაფერი მოხდება, სწორედ განვიტარების პრცესში გრძნობენ ადამინები აქ თავს ბედნიერად. ბედნიერებისთვის ჩვენს ერს ასევე სჭირდება სამართლიანობა. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ თქმული „სამართლიანობის აღდგენა’’ სინამდვილეში ქართველი ერისთვის ძალიან არქიტიპულია, რადგან ეს ჩვენს ქვეცნობიერში დევს.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ქართული კულტურის დიდი და მნიშნველოვანი ნაწილია. „შეყვარებულების’’ ადგილას მდგარი „იმპერატორი ქალი’’ და „ძალის’’ ადგილას მდგომი „იმპერატორი’’ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი ქალი მიმართულია პარტნიორობაზე, არის ძალიან სექსუალური. ისინი თვლიან რომ მხოლოდ ნახევრები არიან ერთი მთელის. კაცი კი თავისი ბუნებით კეთილშობილია, გულუხვი და ძლიერია. „იმპერატორი ქალის’’ და „იმპერატორს’’ შორის არსებული კარტები: „სულელი’’, „მზე’’ და „მაგი’’ ნიშნავს, რომ ადამაინებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია პარტნიორული, პირადი ურთიერთობები. ეს არის მათთვის ქმედების საგანი და ამ თემაზე აქვთ უპირობო იმპულსი („სულელი’’).
კიდევ საინტერესო იქნება განვიხილოთ დედის კულტი. დედა აქცენტირებულია არკანი „იმპერატორი ქალი’’ და „ქურუმი ქალის’’ სახით. ორივე ამ არკანს კავშირი აქვთ არკან „ძალასთან’’ ანუ დედა თავისი ბუნებით ძლიერია და როდის იჩენს ამ სიძლიერეს? შევხედოთ, „ქურუმი ქალი’’ დგას „ჩამოკიდებული კაცის’’ ადგილას და „ჩამოკიდებული კაცი’’ არკან „სიკვდილთან’’ და „ეშმკართან’’ ერთად გვხვდება ანუ იმ დროს როცა, არის კრიზისი დედა არ იბნევა და სწორად მაშინაა მისი ძალის ეგზალტაცია .სწორედ მაშინ კრებს ის ყველაზე დიდ ენერგიას. ასევე დედის როლზე გვიამბობს არკანი „მთვარე’’, რომელიც არკანი „იმპერატორის’’ ადგილს არის,ანუ აქაც დუბლირებს თემა იმის შესახებ, რომ ქართველი დედა მებრძოლია, მაგრამ ამასთანავე მეტად ქალური („მთვარე’’ არკან „ძალასთან’’ და „იმპერატორ ქალთან’’ ერთად).
როგორც ხედავთ ქართული ერი და გენეზისი მეტად რთული თემაა.რა თქმა უნდა ეს არ არის, ამ გაშლის სრულყოფილი ინტერპრეტაცია, თუმცა მე შევეცადე გამომეკვეთა ის თემები, რაც აქტუალურია.
ჩვენი ერის ეს პოტენციალი კი მთლიანად იკარგება, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის არასწორ დროს გამოცხადების გამო. ამას რა შედეგები მოაქვს იხილავთ ჩემს წინა სტატიაში.
წყარო: geoastro.ge