სტატიამ, ტატუირების შესახებ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენ მკითხველებში. ამჯერად მინდა გავაგრძელოთ ეს აქტუალური თემა და შემოგთავაზოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ამბობს ფენ-შუი სხეულის ამა თუ იმ ნაწილში დატანილი ტატუირების შესახებ…
მაჯა – კრეატიული და ხელოვანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ამ ადგილას ტატუირების დატანა – კონკრეტულად კი რაიმე სახის ფრაზა, სამომავლოდ შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
ფეხის ტერფები – სექსუალური ენერგიის კონცენტრაციის წერტილია. ამიტომ აქ დატანილი ტატუ არამხოლოდ მიმზიდველს გაგხდით საპირისპირო სქესის თვალში, არამედ თქვენში არსებულ სექსუალურ ენერგეტიკასაც გაუკეთებს აქტივაციას.
ყური და ყურს უკან არე – მკაცრად ინტიმური ადგილია. ამიტომ აჯობებს აქ ისეთი ტიპის სიმბოლო ამოისვირინგოთ, რომლითაც სამომავლოდ კონკრეტული მიზნის მიღწევაზე დააპროგრამებთ თავს.
თითები – ერთობ ორიგინალური ზონაა ტატუს გასაკეთებლად. ფენ-შუის მიხედვით აქ დატანილი ტატუ – თევზის, ლოტოსის, ნიჟარის ან მზის სახით ადამიანისკენ სიმდიდრეს და სტაბილურობას იზიდავს.
ზურგი – ყველაზე მეტი სიფრთხილე ზუსტად ამ ზონასთან მიმართებაში გმართებთ. ფენ-შუის მიხედვით ბეჭებს შორის დატანილი ტატუ, მხოლოდ ისეთ ადამიანებს აბედნიერებს, ვისაც მაღალი სულიერება და კარგი ეზოთერული ცოდნა გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტატუირებამ ამ ზონაში შესაძლებელია დეპრესია და შინაგანი შფოთვა გაგიძლიეროთ.
წყარო: www.astrologi.ge