საიმისოდ, რომ ადამიანის სექსუალური პოტენციალის შესახებ ვიმსჯელოთ, ზოგად სტატისტიკასთან ერთად, აუცილებელია ვიცოდეთ ამ უკანასკნელის ზუსტი პირადი რუკა და პლანეტების კომბინაცია მის ნათალურ ჰოროსკოპში.
თუმცა, თუკი ამ ჭრილით დავიწყებთ თემის განხილვას, დამეთანხმებით, რომ ერთი და ორი სტატია ნამდვილად არ ეყოფა ჩვენს საუბარს. დღეს მინდა ზოგადი ასტროლოგიური სტატისტიკა შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ნიშნები გამოირჩევიან განსაკუთრებული ტემპერამენტითა და რომელ ნიშნებს ახასიათებთ პირიქით – გარკვეული პასიურობა სექსუალური კუთხით. როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, სექსუალური ენერგიის განსაკუთრებულ სიჭარბეს მორიელები, თხის რქები და კუროები ავლენენ. ამასთან ერთად, ეს მოთხოვნილებები ხშირად ვიზუალური იმიჯის მიხედვით სულაც არ ვლინდება. შესაბამისად, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ჯანსაღი სექსუალური მადა და “მონადირის ინსტინქტი”, რომელიც როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ხშირად ვლინდება და სხვა არაფერია, თუ არა თავისთვის (და გარშემო მყოფებისთვის) იმის დამტკიცების მცდელობა, რომ პარტნიორების ცვლით საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს ინდივიდმა. ამიტომ, რაც უნდა გაგიკვირდეთ, მორიელებს, თხის რქებსა და კუროებს ხშირ შემთხვევაში, მაღალ სექსუალურ პოტენციალთან ერთად, საკმაოდ კარგად შეუძლიათ ერთი სტაბილური პარტნიორის ერთგულება, თუკი ეს უკანასკნელი მათ მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ადამიანებისთვის პირველ რიგში ხარისხია მთავარი და არა რაოდენობა. სექსუალურად შედარებით უფრო პასიურ ნიშნებს შორის ასტროლოგები მოიაზრებენ…
Source: http://lifeon.ge/life/1252-top-.html
Lifeon.Ge