ნანკა კალატოზიშვილმა პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა

      მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანკა კალატოზიშვილმა პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები” დატოვა. მის ნაცვლად ამ კვირაში წამყვანად ანუკი ქორქია მოგვევლინა .მეათე საკონკურსო ტურმა მსახიობის გარეშე ჩაიარა და მის წამყვანებს ნანკას არყოფნის გამო არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნანკა მუსიკისა და დრამის თეატრთან ერთად გასტროლზე ჩინეთის ქალაქ პეკინში გაფრინდა, სადაც მეექვსედ ტარდება საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა.მუსიკისა და დრამის თეატრი დავით დოიაშვილის მიერ დადგმულ “მაკბეთს” ითამაშებს, სადაც ნანკა კალატოზიშვილი ლედი მაკბეთის როლს ასრულებს. მსახიობის პროექტიდან წასვლის მიზეზი კი სწორედ ეს გახდა .

კომენტარები

სხვა სიახლეები