შეგიძლიათ თუ არა სწრაფად გამდიდრება? მოდით, ერთად შევამოწმოთ. ტესტის ყოველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში თითო ქულა დაიწერეთ.
1. გონებაში კარგად ანგარიშობთ?
2. ეკონომიური ადამიანი ბრძანდებით?
3. გეგმავთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას?
4. გაგიმართლათ პროფესიის არჩევანში?
5. გაქვთ სურვილი, გქონდეთ “თქვენი საქმე”?
6. შეგიძლიათ ადამიანებს უხელმძღვანელოთ?
7. არასოდეს იმართლებთ თავს?
8. შეგიძლიათ საკუთარ თავს რეკლამა გაუკეთოთ?
9. გიყვართ იშვიათი ნივთები?
10. ქუჩაში, სახალხო ტრანსპორტში და ა.შ კრეფთ “უპატრონოდ” მიმოფანტულ ხურდა ფულს?
11. გჯერათ იღბლის?
12. შეძლებდით მილიონი ლარის დახარჯვას?
შედეგები:
10–12 ქულა
თქვენ მდიდარი ადამიანის აზროვნება, წარმოსახვა და პოტენციალი გაქვთ. თუ ჯერ კიდევ არ გამდიდრებულხართ, იჩქარეთ, გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები.
6–9 ქულა
თქვენი შეგიძლიათ ფულის სწორად გადანაწილება, ცხოვრებაში ყოველთვის საკმარისი ფინანსები გექნებათ, მაგრამ… მილიონერი? ალბათ, ვერ გახდებით.
0–5 ქულა
სამწუხაროდ, “დიდი ფული” მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე შეიძლება ნახოთ. დაუყოვნებლივ შეიცვალეთ დამოკიდებულება წარმატებისა და სომდიდრის მიმართ (სხვაგვარად თქვენი პირადი ფინანსური წარმატება გამორიცხულია) ან გონივრულად დაგეგმეთ ქორწინება.