თუ თვლით, რომ ქალს გარუჯული სხეული არ უხდება, ეს სტილი ნამდვილად მოგხიბლავთ.
ჩინელი ქალბატონები სანაპიროზე ე.წ. ნამზეურის, დამწვრობისა და მედუზის საწინააღმდეგო ნიღბებით დადიან. თავდაპირველად, ეს სტილი 2006 წელს გაჩნდა და მას Facekini ჰქვია. ნიღბები რეზინის არის – გამოჭრილია ცხვირის, თვალებისა და პირის ფორმა. მას, ვისაც არც ტანის გარუჯვა სურს, ნიღაბთან ერთად სპეციალური ტანსაცმლის შეძენაც შეუძლია.
მაშინ, როცა მილიონობით ქალი უპირატესობას გარუჯულ სხეულს ანიჭებს, ჩინეთში თეთრი კანი სილამაზის ნიშანია. ჩინელი ქალბატონებისგან ხშირად გაიგონებთ ძველ გამოთქმას: “თეთრი კანი უამრავ სიმახინჯეს მალავს”. ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი ჩინელი ქალების უმრავლესობა მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ კანი რძესავით თეთრი დარჩეს. ეს ტენდენცია წელსაც არ კარგავს აქტუალობას.
დიზაინერმა, ჟანგ შიფანმა კოლექცია წარმოადგინა, რომელიც სანაპიროს აქსესუარებისგან შედგება. იმედოვნებს, ზღვის სეზონზე ბევრი კლიენტი ეყოლება.