10 უცნობი ფაქტი ადოლფ ჰიტლერის შესახებ

1. ჰიტლერი გარდაცვლილად გამოაცხადეს 1945 წლის პირველ მაისს. ზუსტად 66 წლის შემდეგ, ამ დღეს ამერიკამ ოსამა ბინ ლადენიც გარდაცვლილად ცნო.

2. ჰიტლერის გეგმაში იყო მოსკოვის ყველა მცხოვრების მოკვლა და მის ტერიტორიაზე ხელოვნური მდინარის შექმნა. მოსკოვში მხოლოდ გერმანელებს ექნებოდათ ცხოვრების უფლება.

3. გერმანელმა მწერალმა დაწერა რომანი, რომელშიც ჰიტლერი თანამედროვე ბერლინში იღვიძებს, არაფერი ახსოვს წარსულის შესახებ და კომიკოსი ხდება. რომანი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა ქვეყანაში.

4. ჰიტლერი თვლიდა, რომ ძალიან სექსუალური იყო და ქალებს იზიდავდა, ამიტომ მუდამ აცხადებდა, რომ მარტოხელა იყო.

5. ადოლფ ჰიტლერს

არქიტექტორობა სურდა, მაგრამ გამოცდები ვერ ჩააბარა და ვენის სკოლიდან გარიცხეს.

6. ჰიტლერი აღმერთებდა ჰენრი ფორდს. იმდენად უყვარდა, რომ თავის გამოსვლებში იხსენიებდა, მის ფოტოებს ატარებდა და რეგულარულად უგზავნიდა დაბადების დღეზე საჩუქრებს.

7. 1942 წლიდან გარდაცვალებამდე, 1945 წლამდე მეტამფეტამინზე იყო დამოკიდებული. მისი ჯარისკაცებიც მეტამფეტამინს მოიხმარდნენ, რომ უფრო ძლიერნი ყოფილიყვნენ და მხნედ შეძლებოდათ ბრძოლა.

8. ადამიანი, რომელმაც სადამ ჰუსეინის საიდუმლო ბუნკერი შექმნა, გახლავთ შვილიშვილი იმ ქალისა, რომელმაც ჰიტლერის ბუნკერი ააგო.

9. ჰიტლერი ერთხელ ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. 1939 წელს, რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, მას ნომინაცია მშვიდობის დარგში მიენიჭა.

10. ადოლფ ჰიტლერს ცალი სათესლე ჯირკვალი ჰქონდა. ერთი მან ბრძოლის დროს დაკარგა.

წყარო: ამბები.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები