კანის სიმსივნით დაავადებულმა ქალმა საზოგადოებას გარუჯვის საფრთხეები აჩვენა

27 წლის ტოუნი ვილოუგბი ალაბამიდანაა. მან ფეისბუქზე ატვირთა ფოტო, რომელზეც ასახულია კანის კიბოს მკურნალობის პროცესი. ტოუნის გზავნილი საზოგადოებაში იყო გაფრთხილება იმ საფრთხის შესახებ, რომელიც გარუჯვას ახლავს თან.

კანის სიმსივნის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს. ის კანის ექიმს წელიწადში ორჯერ სტუმრობს და ყოველ ვიზიტი ეხმარება დაამარცხოს სიმსივნე.

ტუინი ფეისბუკზე წერს, რომ გასარუჯად კვირაში 4-5 -ჯერ წვებოდა, თუმცა არასდროს ერთი და იგივე დღეს ან დღეში ორჯერ.

,, თუ ვინმეს სჭირდება მოტივაცია, რომ არ გაირუჯოს სოლარიუმში და მზეზე  – მე აქ ვარ.  აი რა შეუძლია გამოიწვიოს კანის სიმსივნემ. სკოლის პერიოდში ჩემთვის რუჯი ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ვერ წარმოვიდგენდი საქმე თუ აქამდე მივიდოდა. გამოიყენეთ მზისგან დამცავი ლოსიონი დაიცავით თავი, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ კანს. ისწავლეთ სხვის შეცდომებზე”, – წერს ტოუნი ფეისბუქის გევრდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები