ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, ამერიკული და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. ასევე არის შემთხვევები როცა უარს არ ვამბობთ სწრაფ კვებაზეც…
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი – როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა – ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ.
ფუდპანდა აზიური კერძების ფართო არჩევანს გთავაზობთ. სუში კალიფორნია, როლი ტორი იასაი, როლი ნორიკა ჩიზმაკი, როლი ბონიტო, როლი სპაისი სიაკე,ტამაგო ბიფუ გოხანი, ბუტანიკუ სობა, ტორი კაძუკური,სიფუდო სობა, ჩობან ყაურმა, მაჯარ კოფტე , იურუკი, ქათმის სოტე,დონერ ქაბაბი და სხვა.
გიყვართ აზიური სამზარეულო? აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი კერძები რესტორნებიდან: იაკუძ, კიოტო, სუში ბარი, ტოკიო, მაითაი, ნასიმი, სუში-n1 და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.
„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის რამდენიმე კვების ობიექტი, სადაც აზიური სამზარეულო ფართოდ არის წარმოდგენილი, რომლებიც მომხარებელს ასევე სურპირეზებს სთავაზობენ. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .
გთავაზობთ ყველაზე გემრიელ რეცეპტს – ღორის ხორცი აზიურ მოტივებზე
პიკანტური, გემრიელი, ორიგინალური, უცნაური და უცხო! სწორედ, ასე ამბობენ ამ კერძზე, ერთდროულად ცხარეა და მოტკბო, თუმცა, ამავდროულად, ღორის ხორცის ბუნებრივი ძლიან კარგად იგრძნობა. მოკლედ, თუ ტრადიციული კერძები ცოტა მოგბეზრდათ, ხორცი გიყვართ და რაიმე ახალს ეძებთ, მაშინ?! დავიწყოთ:
ინგრედიენტები: 1 კგ ღორის რბილი ხორცი, მარინადისთვის:2 ს.კ გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, 3 ჩ.კ. ფორთოხლის მარმელადი, 3 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი, 3-4 ჩ.კ . სოუსი ტერიაკიანსოიოს სოუსი,მარილი (თუ საჭიროდ ჩათვლით სოიოს სოუსისა და მდოგვის სიმლაშის გათვალისწინებით) წითელი წიწაკა, ასევე 100 მლ წყლიანი ბულიონი.
მომზადების წესი: მარინადისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ. ღორის ხორცი მოვათავსოთ ტაფაზე, ზედაპირზე მსუბუქად გადავსეროთ რამდენიმე ადგილას და წავუსვათ მარინადი, ნაპრალებში კარგად შევაზილოთ, ასევე გვერდებზე.
შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე. წვის განმავლობაში,გამოშვებული წვენი ხშირად ვასხათ ზემოდან, დაახლოებით 1 საათში ტემპერატურა 180 გრადუსზე დავწიოთ, ხორცს ფოლგა გადავაფაროთ, ტაფაზე ბულიონი ან წყალიც დავამატოთ, რათა ხორცი არ გამოშრეს სანამ ბოლომდე მომზადდება. შემწვარი ხორცი გამოღების შემდეგ 15 წუთი ფოლგის ქვეშვე დავტოვოთ, შემდეგ დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ბრინჯის გარნირთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე. მარინადის ნარჩენები შეგიძლიათ ააცალოთ, ხორცმა უკვე აითვისა მისგან ყველაფერი საუკეთესო. ძალიან გემრიელია როგორცთბილი, ასევე ცივი, ბუტერბროდებში.
გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!…
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
R