როგორ ცხოვრობს რუსეთის ყველაზე ლამაზი ქალი

2015 წლის 19 აპრილს რუსეთმა ყველაზე ლამაზი ქალი აირჩია. “მის რუსეთის” ტიტული ეკატერინბურგის წარმომადგენელმა, სოფია ნიკიტჩუკმა მოიგო. დაჯილდოების ცერემონია ბარვიხა ლაქშერში გაიმართა.

რა გასაკვირია, რომ საოცარი სილამაზის მქონე გოგონა ძალიან ხშირად აქვეყნებს ფოტოპოსტებს “ინსტაგრამზე”. მოდით, ვნახოთ, რაზე საუბრობს სოციალურ ქსელში არსებული მისი გვერდი მისივე ცხოვრების შესახებ…


გოგონა ხშირად იცვლის თმის ფერსა და ვარცხნილობას და ყველა ვარცხნილობაში შეუდარებელია

ძალიან უყვარს მოგზაურობა. ხშირად იტალიას სტუმრობს, ასევე იმყოფებოდა ვიეტნამსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში

ცხადია, დიდ სიამოვნებას გვრის ცხელ პლაჟზე ნებივრობა და როდესაც ზღვაზე ვერ ახერხებს სიარულს, საცურაო დარბაზებს სტუმრობს.

სოფია აქტიურად არის დაკავებული სპორტით, მეტწილად ფიტნესით

და როგორც გოგონების დიდ ნაწილს, ბუნებრივია, მასაც უყვარს ლამაზი ყვავილები . ასე რომ, თუ გაგიმართლათ და შეხვდებით, ალბათ ხვდებით, რა საჩუქრით უნდა დაიწყოთ ამ რუსი ლამაზმანის გულის მოგება.

21 წლის სოფია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ფორტეპიანოზეც არაჩვეულებრივად უკრავს. მისი ხილვა “ინსტაგრამზე” შეგიძლიათ. უყვარს კითხვაც და ზამთრის სპორტის სახეობებიც.

კომენტარები

სხვა სიახლეები