ჯაკომეტის ქანდაკება მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე ალბერტო ჯაკომეტის ქანდაკება “მბრძანებელი კაცი” 141,285 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ რეკორდული ფასით შეიგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჯაკომეტის ნამუშევარი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქანდაკებაა, რაც კი ოდესმე კრისტის აუქციონზე გაყიდულა. ექსპერტების აზრით, მისი ფასი 130 მილიონ დოლარამდე მერყეობდა, თუმცა აუქციონის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს 180-სანტიმეტრიანი ბრინჯაოს სკულპტურა შვეიცარიაში 1947 წელს შეიქმნა. იგი ითვლება უნიკალურ ნამუშევრად, რადგანაც სკულპტორმა მასზე ხელით იმუშავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები