ამ მოხუცმა სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა, მაგრამ ის, რაც მან დატოვა გარდაცვალების შემდეგ… მართლაც საოცრებაა…
ამ მოხუცმა მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა ცხოვრების ბოლო წლები. გარდაცვალების შემდგომ, ყველა თვლიდა, რომ ის წავიდა ამ ქვეყნიდან მნიშვნელოვანი კვალის დატოვების გარეშე. ექთნებმა მისი ნივთების დაალაგებისას, ერთ საინტერესო ლექსს გადააწყდნენ, რომელმაც ყველა გააოცა მისი აზრით და შემცველობით.
ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლექსის ასლი მელბურნში წაიღო.
მას შემდეგ, ლექსი გამოჩნდა საშობაო ჟურნალების ყველა გვერდზე, ასევე ფსიქოლოგების ჟურნალებში.
ეს მოხუცი, რომელიც ასე ღარიბი წავიდა ამ ქვეყნიდან, ღვთისგან დავიწყებულ ავსტრალიის ქალაქიდან, ინტერნეტს აფეთქებს თავისი სულიერი სიღმით. (ვეცადე სიტყვა სიტყვით გადამეთარგმნა ლექსი და მე მაპატიეთ. ორიგინალში ლექსი ძალიან პოეტურია და განცვიფრებს აზრის სიღრმით და რითმის სილამაზით).
ჭირვეული მოხუცი
შენ რას ხედავ ექთანო?… შენ რას ხედავ?
შენ რას ფიქრობ… როცა მე მიყურებ?
ჭირვეული მოხუცი, …..სულელი,
გაუგებარი ცხოვრებით…. გამქრალი მზერით?
რომელიც საჭმელს აწვეთებს?
როცა ყვირი „მიდი სცადე!“
შენ კი გგონია, რომ ის ვერ ამჩნევს, შენ რას აკეთებ.
მუდმივად კარგავს…. წინდებს ან ფეხსაცმელს?
არაფერს გაძალებს, მაგრამ უფლებამოსილი ხარ გაუკეთო მას რასაც ისურვებ,
დღის შესავსებათ….მხოლოდ ბანაობა და ჭამა?
ესაა, შენ რასაც ფირქობ? შენ რასაც ხედავ?
გაახილე თვალები ექთანო. შენ მე არ მიყურებ.
გეტყვი ვინ ვარ მე…ჯერ კიდევ აქ ვზივარ,
ვემორჩილები თქვენს განრიგს,….ვიკვებები თქვენი სურვილით.
მე ჯერ კიდევ ის პატარა 9 წლის ბიჭუნა ვარ, დედასთან და მამასთან რომ ცხოვრობს,
ძმებთან და დებთან ….. ვისაც ერთმანეთი გვიყვარს.
ახალგაზრდა 16 წლის ყმაწვილი, …ფეხებზე ფრთებით
მეოცნებე დღე-დღეზე შეხვდეს მთელი ცხოვრების სიყვარულს.
საქმრო, რომელსაც მალე 20 წელი შეუსრულდება და რომელსაც გული ამოვარდნაზე აქვს,
ახსოვს ფიცი, რომლის ასრულებასაც შეჰპირდა.
ახლა კი მე 25 წლის ვარ… მყავს ჩემი პატარა შვილი.
რომელიც საჭიროებს ჩემს დარიგებას,… დაცულ ბედნიერ სახლს.
30 წლის მამაკაცი ….. ჩემი შვილი სწრაფად გაიზარდა,
უწყვეტი კავშირით ვართ შეკრულნი.
40 წლისას ჩემი ბიჭები გაიზარდნენ და დატოვეს სახლი.
მაგრამ ჩემი მეუღლე ჩემს გვერდითაა …არ მაძლევს დამწუხრების უფლებას.
და უკვე 50 წლისას კვლავ პატარები თამაშობენ ჩემს ფეხებთან,
კვლავ ბავშვებთან ვართ,… მე და ჩემი სიყვარული.
სიბნელე დაეშვა … ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.
ვიყურები მომავალში და შიშით ვრთი.
ახლა ვცხოვრობ ჩემი შვილებისთვის და მათი შვილებისთვის.
მე ვფიქრობ წლებზე…სიყვარულზე, რომელიც მე მქონდა,
უკვე მოხუცი ვარ…ცხოვრება მწარეა.
სიბერე დაგვცინის, გვაიძულებს სულელურად გამოვიყურებოდეთ.
სხეული ნამცეცდება…მოხდენილობა და მხნეობა ქრება.
იქ, სადაც ერთ დროს გული მქონდა, ქვა არის.
მაგრამ ამ მოხუცი ჩონჩხის შიგნით ჯერ კიდევ ახალგაზრდა ცოცხლობს.
ჩემი გული ისევ და ისევ ფეთქავს
მახსოვს ჩემი სიხარული…მახსოვს ყველა ტკივილი.
მე ისევ მიყვარს და ისევ ვცოცხლობ…ამ ცხოვრებაში როგორც წინათ.
ვფიქრობ წლებზე, რომლებიც ასე ცოტა იყო და რომელიც ასე სწრაფად გაფრინდა.
ვეთანხმები ჯიუტ ფრაზას არაფერია მუდმივი.
ადამიანებო გაახილეთ თვალები! გაახილეთ და შეხედეთ.
ჭირვეული მოხუცი კი არა! შემხედეთ ყურადღებით და დამინახავთ მე!!
წყარო:http://dainteresdit.ge