– ან ისე მოვიქცევით როგორც მე მინდა!
– ან?!
– ან როგორც მე მინდა ისე მოვიქცევით!
***
– გარკვეული დრო ჩემთან იცხოვრევბ, დილას კი სახლში წახვალ.
***
– მხოლოდ შენთან ერთად ყოფნა მინდა!
– რა პრობლემაა?
– სხვები სად წავიდნენ?!
***
– უბრალოდ მიყვარს როცა სხვებს ვუყვარვარ. ძალიან მომწონს ეს. ყველას გირჩევთ მხოლოდ მე გიყვარდეთ!
***
– ასე რატომ გაინტერესებს რას ვაპირებ შაბათ- კვირას?
– ვფიქრობ სად წავიდე შენ რომ არ გადაგეყარო.
***
– იცი ადამიანი როგორ უნდა დააინტერესო?
– როგორ?
– ხვალ გეტყვი.
***
– საყვარელო, სამი წელია რაც ურთიერთობა გვაქვს და ამ დროის განმავლობაში 2 ჯერ დამირეკე პირველმა.
– მართალი ხარ, ზედმეტი მომივიდა.
***
– მე მჭირდება ყურადღება და მოვლა!
– ყურადღება! მე მივდივარ!
***
– მეგონა მის გარეშე სუნთქვას ვერ მოვახერხებდი… აღმოჩნდა რომ გაციებული ვიყავი.
***
– აუცილებლად დავქორწინდებით. კრიტიკულ სიტუაციებში დამირეკე.
***
– ოდესმე ჩემი დაკარგვის შეგშინებია?
– რა თქმა უნდა! ერთად ვმგზავრობდით და ფული შენ გქონდა.
***
– ორშაბათს ხუთზე თავისუფალი ხარ?
– კი.
– კარგი, მაშინ მე ვიქნები დაკავებული.
***
– ყოველთვის როცა შენზე ვფიქრობ დოლარს რომ მაძლევდნენ… შენზე ფიქრს დავიწყებდი.
***
– რამდენი წლის ხართ?
– არ მახსოვს…
– არა და ნაკლებს მოგცემდით…
***
– თქვენის ნებართვით თავს წარგიდგენთ, მე მქვია…
– ამაზე დავასრულოთ. არ მინდა გონება დავტვირთო.
***
– შენ ჯერ არაფერი გითქვამს ჩემს კოსტუმზე.
– უნდა მეთქვა?
– ვივარაუდოთ, რომ შენთვის გამოვეწყვე მასში. მოგწონს თუ არ მოგწონს? შენი მოსაზრება გამოთქვი.
– შენ გუშინაც კოსტუმი გეცვა.
– არა დღეს ვალენტინოს კოსტუმი მაცვია.
– მართლა? მე კი შენი მეგონა.
***
– მე ლიზა მქვია.
– ამაში დამნაშავე თქვენ არ ხართ.
***
– დავბრუნდი რომ გითხრა:,, არანორმალური და უხეში ხარ!”
– ამას გარდა?
– მკვეხარა!
– გასაგებია. შენ მე შეგიყვარდი.
***
– ცოლად გამომყევი.
– მამაკაცი, რომელსაც მე ცოლად გავყვები უნდა იყოს საზრიანი და მამაცი.
– შენ რა არ გახსოვს როგორ გადაგარჩინე როცა იხრჩობოდი?
– კი, მამაცი ნამდვილად ხარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გონებაც გიჭრის.
– და როგორ გგონია მაშინ ნავი ვინ გადაატრიალა?
***
– შენ კეთილი, საყვარელი და სიმპათიური ხარ. სუფთა პარაზიტი!
***
– მან ჯერ მე გამომხედა, მერე თავის შეყვარებულს, შემდეგ კვლავ მე შემათვალიერე და ბოლოს – თავისი ყოფილი შეყვარებული.
***
– არ ეცადოთ იდეალური ადამიანის პოვნა, დღეს მე სახლში ვარ.
წყარო: რეიტინგი