არქიმანდრიტი ანთიმოზი „რუსთავი 2“-ისა და გადაცემა „პროფილის“ მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
“რუსთავი 2“-ს, როგორც ყველას, ვეფერებოდი. „პროფილში“, მაია ასათიანი, ჩემს გამოჩენამდე, რომ მცოდნოდა ასეთ შესავალს გააკეთებდა, 100 წელი იქ არ მივიდოდი. თურმე გამლანძღა და მერე შემოვდივარ და ხელზე ვკოცნი)))))… „პოსტ-სკრიპტუმმა“ სიუჟეტი გააკეთა. წინა დღის რამდენჯერმე უარის შემდეგ, დილით, ძალით შემომივარდა სახლში. სახლში ”სარკის” ჟურნალისტი მეჯდა. მოწმეა)))… სიუჟეტის გასვლისას კიკალიშვილმა, სასულიერო პირი ჭორიკანა ქალივით გამლანძღა და მორალი წამიკითხა. მოკლედ, ჩემი გაბანძება უნდოდათ. თვითონ ვერ ხვდებიან, რა იდიოტური აგიტაცია-პროპაგანდის სტილი აქვთ. დაძველდა უკვე, ხალხს ვეღარ ატყუებთ! არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)”, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.
სხვა სიახლეები