შოკისმომგვრელი დასკვნა – ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული

იმ მშობლების შვილებს, რომლებიც უფრო ხშირად გამოხატავენ სიყვარულსა და მზრუნველობას პატარებისადმი, გაცილებით დიდი ზომის ტვინი აქვთ, ვიდრე ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც, რასაკვირველია, უყვართ შვილები, მაგრამ ამას მაინცდამაინც ვერ ამჟღავნებენ. დედა, რომელიც არა მარტო ამშვიდებს აფორიაქებულ ბავშვს, არამედ მას ძილის წინ უმღერის კიდეც, ხელს უწყობს შვილის ტვინის ყველა განყოფილების ნორმალურ განვითარებას. ეს დასკვნა სპეციალისტებმა ბავშვთა ფსიქიატრიის პროფესორის ჯოან ლუბის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შემდეგ გააკეთეს. ერთმანეთს ორი პატარას ტვინი სკანირებისას შეადარეს და შედეგები შოკიმომგვრელი აღმოჩნდა: ტვინი მარცხენა ფოტოზე, ზომით,  მნიშვნელოვნად განსხვავდება ტვინისგან, რომელიც მარჯვენა ფოტოზეა გამოსახული. უფრო მეტიც, მარჯვენა სურათზე დიდი რაოდენობით მუქი უბნები ჩანს. დიდი ტვინი სწორედ იმ ბავშვისაა, რომელიც განებივრებულია მშობლებისგან. პატარასათვის, ყურადღების დეფიციტი სამწუხარო შედეგს იწვევს: ასეთი ბავშვები ხშირად ნარკომანები ხდებიან და კრიმინალური სამყაროსკენ მიუწევთ გული. მათ მეტი შანსი აქვთ დარჩნენ უმუშევარნი. მათ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ. ტვინის ნორმალურად განვითარებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო პირველი ორი წელია. სწორედ 2 წლამდე უნდა მოახერხოთ, რომ თქვენს პატარას სიყვარულის პიკის აგრძნობინოთ და ანახოთ.

 

წყარო: Internet.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები