13 ნიშანი იმისა, რომ შენ ალქაჯი ხარ

ოდესღაც ალქაჯებს საკმაოდ სულელური ნიშნებით გამოარჩევდნენ. მაგალითად, მეჭეჭებითა და ხალებით, იმით, რას იტყოდნენ მათზე ყველაზე “დაკვირვებული” მეზობლები და იმით, ჩაიძირებოდა თუ არა ხელფეხშეკრული წყალში.
ჩვენ მოგიყვებით, როგორ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა ალქაჯის თვისებები:
1. საკმარისია გაიფიქრო ადამიანზე, რომ ის გირეკავს ან გწერს… ან სადმე, ქუჩაში შემთხვევით გადაგეყრება.

2. როცა ჩაფიქრებული, დაჟინებით აშტერდები გამვლელის ზურგს, ის შეიძლება მოულოდნელად წაიქცეს.

3. ხშირად თვალებს დაბლა ხრი, რადგან მარტივად შეგიძლია ადამიანი შეაცბუნო და ააფორიაქო ერთი შეხედვით. ბევრი გეუბნება, რომ მკვლელი გამოხედვა გაქვს.

4. შენი სურვილები და ხუმრობები ხშირად ახდენილა. დაწყებული იქიდან, რომ უცებ მოგინდა ნაყინი, ამ დროს კი ქუჩაში დაგდებულ ლარიანს პოულობ. მოგინდა ყვავილები? და ვიღაც გამვლელი გჩუქნის სრულიად უმიზეზოდ. მაგრამ რაიმე ცუდი თუ მოგინდა? მაშინვე ჩააქრე შუქები.

5. ხანდახან ისეც მომხდარა, როცა ცუდ ხასიათზე ხარ, ირგვლივ ყველა ნათურა გადამწვარა. კომპიუტერს და სხვა ტექნიკას სჯობს ამ დროს საერთოდ არ გაეკარო.

6. შენზე გიჟდებიან კატები და ბავშვები, მაშინაც კი, თუკი საერთოდ არ გსურს მათი მოფერება.

7. შენ “მწვანე” ხელი გაქვს. რომც არ დარგო არაფერი, შენ მიერ ლარნაკში ჩადებულ ყვავილსაც ფესვი გამოაქვს და მოჭრილ, საახალწლო ნაძვის ხესაც (კარტოფილზე ხომ აღარაფერს ვამბობთ).

8. ყოველთვის გრძნობ სავსემთვარეობის დადგომას. ეს პერიოდი გამხნევებს და შთაგაგონებს. გასაკვირი არ არის, რომ ჭოტი უფრო ხარ, ვიდრე მამალი.

9. შენ გვერდით ყველა ადამიანი გულახდილი ხდება, თუნდაც საერთოდ არ აჰყვე დიალოგში. ამიტომაც ძალიან ბევრ საიდუმლოს, კომპრომატსა და ჭორს ინახავ. ოდესღაც ისეთ მემუარებს დაწერ, რომ ყველას შოკში ჩააგდებ.

10. გრძნობ სხვის ტკივილს – როგორც სულიერს, ასევე, ფიზიკურს და შეგიძლია მისი აღმოფხვრა.

11. ზუსტად იცი, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში. ხანდახან უცხო ადგილას აღმოჩნდები და ხვდები, რომ კარგად იცი აქ ყველა გასასვლელი და შესასვლელი, რადგან ოდესღაც, წინა ცხოვრებაში უკვე ნამყოფი ხარ იქ.

12. საკუთარი ნიშნები გაქვს, სიტყვებისა და ჰოროსკოპების საკუთარი ახსნა. იმაზე ბევრად ზუსტი, ვიდრე საყოველთაოდ არის ცნობილი. და შენი მკითხაობა ისე ხდება, რომ შემაშფოთებელია.

13. იცი, რომ ეს უნარი – ძალიან საპასუხისმგებლოა და რომ ნებისმიერ ძალაუფლებას საკუთარი ფასი აქვს.
აი, ცოცხსა და შავ კატაზე აღარაფერს ვიტყვით. თუმცა, თუ არ გაქვს ერთი და არ გყავს მეორე, ყოველი შემთხვევისთვის იქონიე.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები