ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა 2014 წლის საუკეთესო ფილმები გამოავლინა.
ზოგადად, ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტი საუკეთესო ფილმების ათეულით შემოიფარგლება, მაგრამ 2014 წელს გამონაკლისი დაიშვა და გამოვლინდა 11 ფილმი, რადგან არცერთის გამოტოვება არ შეიძლებოდა. „ამერიკული სნაიპერი“ კრის კაილის ავტობიოგრაფიის ეკრანიზაცია – სნაიპერი, რომელმაც ერაყში 150 ადამიანი მოკლა. ფილმი ბრედლი კუპერით და რეჟისორის სავარძელში მჯდომი უბერებელი კლინტ ისტვუდით იპყრობს ყურადღებას. ფილმის ნახვა მაყურებელს 2015 წლის გაზაფხულს შეეძლება. „ბიორდმენი“ მონტაჟის გარეშე გადაღებული ეს ფილმი მაიკალ კიტონის დიდ კინოში დაბრუნების ტრიუმფად აღიარეს. სიუჟეტი კიტონის კარიერულ სვლაზეა, მსოფლიო მაშტაბის ყოფილმა მსახიობმა პოპულარობის დაბრუნება ამ გზით გადაწყვიტა. „ბოიჰუდი“ დოკუმენტური ფილმი ბიჭუნა მეისონზე, თუ როგორ იზრდებოდა იგი 2002 – 2014 წლამდე. კრიტიკოსების უმრავლესობამ ეს ფილმი წლის საუკეთესო სიუჟეტად აღიარა. „მელაზე მონადირე“ „ოსკარის“ პრეტენდენტი ფილმი, რომელმაც პირველ რიგში ყურადღება მსახიობებით: სტივ კარელით და ჩანინგ ტატუმით მიიპყრო. მაყურებელი შეჩვეულია მათ ხილვას კომედიებში, და არა მასწავლებლის და მოსწავლის დრამაში. „ინტერსტელარი“ 2014 წლის ყველაზე „ხმაურიანი“ ფილმი. ზოგი კუბრიკის მიმდევრად მიიჩნევს, ზოგი სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრად აღიქვამს, სხვები კი – პათოსურ ბლოკბასტერად. ნებისმიერი კამათი რწმენას ბადებს, რომ საუკეთესოთა რიცხვში „ინტერსტელერის“ გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. „იმიტაციის თამაშები“ ბენედიქტ კემბერბეთჩი პოპულარობის პიკზეა და ნებისმიერ პროექტს ჰიტად აქცევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ლაპარაკი მათემატიკოს ალან ტიურიგის ბიოგრაფიას ეხება. ეს უდავოდ საოსკარო როლია. პრემიერა თებერვალში გაიმართება. „თავშეკავებულობა“ მთავარ როლში დასარტყამი ინსტრუმენტის ოსტატია, რომელიც მთლიანად არის ჩართული თავის საქმეში. მაგრამ მისი მეგობარი დესპოტი ტერენს ფლეტჩერი ბიჭს მთელ ენერგიას აცლის. მთავარ როლებში ახალგაზრდა მაილზ ტელერი და ჯ. კ. სიმსონი მონაწილეობენ. „რაც უფრო შორს, ტყეში“… Disney-ს ზღაპრული საოჯახო მიუზიკლი შესაძლოა, უადგილოა ამ ჰიტებთან შედარებით, თუმცა საახალწლოდ პრემიერის შემდეგ შეგეძლებათ შეაფასოთ. „გაუტეხავი“ ფილმი ნამდვილ ამბავზე დაყრდნობილი სპორტსმენის, პილოტისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ლუი ძამპერინის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა. ამ ფილმის რეჟისორი ანჯელინა ჯოლია, სცენარი კი კოენის ძმებმა დაწერეს. „სტრინგერი“ სტრინგერის როლის შესრულებას ჯეკ ჯილენჰოლის საუკეთესო მიღწევად აღიარებენ: მან ითამაშა გადარეული ჟურნალისტის როლი, რომელიც ლოს-ანჯელესში დანაშაულებებს ვიდეოკამერით იღებს და შემდეგ მასალებს საინფორმაციო არხებზე ჰყიდის. ფილმის პრემიერა ჯერ არ იგეგმება. „სელმა“ ფილმი ალაბამაზე საპროტესტო მოძრაობას ეხება. მარტინ ლუთერ კინგის ბიოგრაფიული დრამაა, მთავარ როლში დევიდ ოიელოუ მონაწილეობს. მსოფლიო პრემიერა ნოემბერში შედგა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=8ZtrhRRw53Y[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=EdmSa8ZO_f8[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=HlsyEekaGBw[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=g-7bQuJVSnI[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=_JwTF9xYIqA[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Q9PxDPOo1jw[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Zljo8nQ8MLo[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=0E15pK13tpI[/youtube]
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=qNvPm_mQvZI[/youtube]