8 უჩვეულო პლასტიკური ოპერაცია (ფოტო-კოლაჟი)

 

პლასტიქური ქირურგიის ფანტაზია და ხალხის სწრაფვა საკუთარი გარეგნობის შესაცვლელად პიკს აღწევს. გთავაზობთ ბოლო წლების 8 უჩვეულო პლასტიკურ ოპერაციას.

1. თვალის იმპლანტი ამერიკულმა კომპანია Bright Ocular-მა პაციენტებისთვის სილიკონის იმპლანტები გამოუშვა, რომელიც ეხმარება მათ. ამის გარდა, საკმაოდ პოპულარულია 15- წუთიანი ოპერაცია, რომელიც ცვლის ფერს. ამ პროცედურას ხშირად იტარებენ ჯანმრთელი პაციენტები, რომლებსაც არ მოსწონთ საკუთარი თვალის ფერი. კონტაქტური ლინზებისგან განსხვავებით, ასეთი იმპლანტები უზრუნველყოფენ პერმანენტურ შედეგს, რომლის წაშლა და შეცვლა რთული არ არის.

10822669_785179484873884_713386556_n

2.წამწამები, რომელთა ზრდაც არ ჩერდება დღეს უკვე არა მარტო თმის, არამედ წამწამების გადანერგვაც ხდება. გადანერგილი თმა კი უფრო დიდი სიხშირით იზრდება, ვიდრე „მშობლიური“, ამიტომ ამ პროცედურის შემდეგ პაციენტებს წამწამების შეჭრაც უწევთ.

10841512_785179481540551_1408437363_n

3. ბედის შეცვლა ქირომანტიაზე ჩაციკლულ იაპონელებთან ხელზე ზოლების კორექცია პოპულარულია. ლაზერით შესაძლებელია სიცოცხლის ხაზის დაგრძელება, ან დამოკლება. შეიცვალა თუ არა ამ პაციენტების ბედი, ჯერ უცნობია.

10850925_785179464873886_596532831_n

4. ელფის ყურები სპოკის და ელფის ყურები – ეს პროცედურა მოდიფიკაციის ოპერაციების მოყვარულთათვის არანაკლებ პოპულარულია, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთებისგან ქირურგები თავს იკავებენ, ამიტომ ამას არაპროფესიონალი „სპეციალისტები“ აკეთებენ. სამწუხაროდ, ხშირად შედეგი სავალალოა.

10836235_785179488207217_1740270670_n

5.გველის ენა ბიფურკაცია (ან სპლიტი) – არაპროფესიონალი ქირურგების კიდევ ერთი ნამუშევარია: წვერს ყოფენ შუაზე და შედეგად „გველის“ ენა ფორმირდება. ეს მეგობრებისა და ნათესავების შესაშინებელი მეთოდია, თუმცა, პაციენტების ინფორმაციით, ამას ისინი ინტიმურ ცხოვრებაში იყენებენ.

10833694_785179468207219_1524130906_n

6. „პოკერტოსი“ – ტყუილი ბოტოქსის მეშვეობით პროფესიონალმა მოთამაშებმა იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოკერის თამაშის დროს სახის გამომეტყველება, წარბის პატარა მოძრაობა და მოწინააღმდეგემ უკვე იცის, თუ რა კარტი გაქვთ. ამერიკელმა სპეციალისტმა ჯეკ ბერდიმ განსხვავებული ბოტოქსის ინექცია გამოიგონა, რომელიც ყველანაირი სახის მიმიკას ბლოკავს. ჩვეულებრივ ცხოვრებაში რთულია, ხოლო ისინი ვისი ცხოვრებაც თამაშია, უკვე ჩაეწერნენ ექიმთან და თავის რიგს ელიან.

10859582_785179478207218_1077123409_n

7. ხმის დაჭიმვა 50-იან წლებში აღმოჩნდა, რომ ადამიანების ხმა იცვლება, მიზეზი კი იოგების დაბერებაა. პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ინექციების კურსის გავლით, გაგიკვირდებათ და, ხმა და სახე ერთი და იგივე პრეპარატებით იჭიმება.

10850725_785179474873885_1654207861_n

8. ცხვირი შუბლზე, ყური ხელზე – რატომაც არა? პრელამინაცია – ადამიანის სხეულზე, კანისგან და ხრტილისგან „ზრდიან“ დონორის ორგანოს, რომელიც შემდეგ საჭირო ადგილზე „გადააქვთ“.

10841362_785179471540552_1952076399_n

 

კომენტარები

სხვა სიახლეები