ლანჩის დროს ტრადიციულად მსუყე და გემრიელი კერძები ლიდერობს, რათა დღის ბოლომდე მხნედ იგრძნოთ თავი. განსაკუთრებით კი პიცა, სენდვიჩები, ტოსტერები, ხაჭაპური, ლობიანი, ევროპული სალათები და სხვა. განსაკუთრებით მოთხოვნადია პიცა, ყველგან, სამსახურში, სახლში თუ დაბადების დღეზე. ამბობენ, ჩვენი გარეგნობა ჩვენზე მეტყველებს, ეს კი ყველაზე მეტად დამოკიდებულია, რას მივირთმევთ დღის განმავლობაში ანუ, ერთი სიტყვით, თუ როგორ ვიკვებებით. საინტერესოა, თქვენ რომელი კერძი გიყვართ? მას შეუძლია ადამიანის დახასიათებაში დაგეხმაროთ და უფრო მეტიც, არავითარ შემთხვევაში არ შეცდებით…. ქალებს უყვართ ცვლილებები და როცა ისინი რამის შეცვლას გადაწყვეტენ, ირჩევენ ყველაზე მარტივ გზას – ცვლილებები შეაქვთ თავის ყოველდღიურობაში… ხშირად ეს საკვების არჩევითაც გამოიხატება… ისინი ირჩევენ პიცას, როგორც განწყობის გამომხატველ საკვებს… ისინი ირჩევენ პიცას დომოკიდებულებების მიხედვით… ისინი ირჩევენ პიცას გემოვნების მიხედვით… ისინი ირცევენ პიცას ხასიათის მიხედვით… ასე რომ, გაიგე, რას ამბობს ყველაზე საყვარელი პიცა თქვენზე?! მასზე პასუხს აუცილებლად გაგცემენ: „პიცა თაიმი“, „რონის პიცა“, „ფანტასტიკო“, „ფაბლიქ ქოფი“, ექსპრეს პიცა“, „პიცა კასა“, „დონ ჯუზეპე“, „პანეტერია“ და „პიცერია რაინერსი“. ამის გასაგებად კი ეს ლინკი დაგეხმარებათ: http://www.foodpanda.ge/restaurants/index/cuisines/pizza-cuisine „მარგარიტა“, „ალაკრემი“, „პეპერონი“, „პროშუტო – ფუნგი“, „სალიამი“, „მილანო“, „კვადრო ფორმაჯიო“, „კაპრიჩოზა“, „ფაბლიქ“, „ფუნგი“,”პროშუტო დი პარმა”, “კაპრეზე“, „მარგერიტა“, “პარმიჯანა“, „პრატაიოლა“ და.ა.შ ეს ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და უფრო მეტიც, თქვენზე მეტყველებს. ცხარე, ტკბილი თუ ნახევრად ტკბილი სანელებლებითა და სუნელებით. მოკლედ, გაიგე რას ამბობს საყვარელი პიცა თქვეზე… არ გამოტოვოთ: www.foodpanda.ge-ზე ლანჩის დრო! ჩვენ მიერ გამოკითხული ქალბატონების ფონზე აი, ეს მივიღეთ: „მარგარიტა“ – სტაბილური ქალბატონი, უყვართ და პატივს სცემენ ყველგან. მოსწონს სტაბილური და მშვიდი გარემო. არ უყვარს ხმაური და ქაოსი. კაპრიჩოზა“ – მოსწონს თავის გამოჩენა განსაკუთრებით იქ, სადაც თავს ყურადღების ცენტრში ვერ გრძობს. ძირითადად, ის თავისი განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა. უბრალოდ იცის სად რა მოიქმედოს თავის დასამკვიდრებლად. “პარმიჯანა” – არ უყვარს ხალხმრავლობა. ის კომფორტულად თავს მხოლოდ ახლო მეგობრების გარემოცვაში გრძნობს. საკამრისია ზედმეტი გულგრილობა იგრძნობს, ტოვებს იმ ადგილს. „ფაბლიქ“ – არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე, მისთვის მთავარია თავად იყოს თავის თავში დარწმუნებული და იცნობდეს ყველას და ყველაფერს, რაც მის გარშემოა. „სალიამი“ – უყვარს ის, რაც მისთვის ხელმისაწვდომია. აფასებს ადამიანებს მხოლოდ მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. პიცის „გემრიელი ისტორია“ კი ასეთია: იტალიელები პიცას ნაციონალურ მონაპოვრად მიიჩნევენ. ჯერ კიდევ 1835 წელს ალექსანდრე დუიმა წერდა, რომ პიცაში ჩადებულია იტალიელი კაცის სიბრძნე და ეშმაკობა: პურის ნაჭრით, ოქროს ვაშლით (ანუ პომიდვრით), ნივრით, ზეთისხილითა და ხორცის პატარა ნაჭრით ადამიანს ვერ დაანაყრებ, მაგრამ თუ ყველაფერს ერთად „პიცად” შეკრავ, გენიალურ ნუგბარს მიიღებო. მე-19 საუკუნის ბოლოს იტალიის მეფე უმბერტო თავის მეუღლესთან, მარგარიტა სოვალთან ერთად ნეაპოლში ჩავიდა დასასვენებლად და გადაწყვიტა იქაური პიცა გაესინჯა. სახელგანთქმულმა პიცაილომ, რაფაელს ექსპოზიტომ, სამეფო ოჯახს სამნაირი პიცა მოუმზადა: ღორის ცხიმით, ყველითა და კამით; ნივრით, ზეთისხილითა და ტომატით; მესამე კი – იტალიური დროშის ფერებში. დედოფალი მარგარიტა აღფრთოვანდა მესამე პიცით და მის საპატივსაცემოდ ტომატით, ყველითა და რეჰანით მომზადებულ პიცას „მარგარიტა” ეწოდა, დღეს კი ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიცაა არა მარტო იტალიაში. იტალიელებს მიაჩნიათ, რომ პიცა ჯერ კიდევ ძველი რომის პერიოდში არსებობდა. თვითონ სახელწოდება პიცა მოდის იტალიური სიტყვებიდან „პიატო” – თეფში და „პიაცა” – მოედანი, ანუ მრგვალი და ბრტყელი.
პიცა, მართლაც, ჰგავს დეკორატიულ თეფშს. პიცას მიირთმევდნენ, როგორც უბრალო რომაელები, ასევე პატრიციებიც.
შეგახსენებთ, რომ გერმანულმა ბრენდმა „ფუდპანდამ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. „დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 60-ზე მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. „ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. „ფუდპანდა“ ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.