დესპოტი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და ქალები რომელთაც ფსიქოლოგიური ტერორი ემუქრებათ

ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის რაღა თქმა უნდა საქართველოში, ხშირად აქვს ადგილი ოჯახური ძალადობის ფაქტებს. დესპოტი ქმარი და მსხვერპლი ცოლი… შვილების ხათრით შენარჩუნებული ოჯახი ან არგუმენტად მოყვანილი ბანალური ფრაზა – “რას იტყვის ხალხი?!” თუმცა, ბევრმა ალბათ არ იცის რომ, ასტროლოგიურად ნებისმიერი სახის ქრონიკული ან რთულად დიაგნოსტირებადი, საშიში დაავადება ქალებში მეუღლის, პარტნიორის ენერგეტიკიდან იღებს საფუძველს და ამ უკანასკნელს “ბონუსის” სახით გადაეცემა როგორც ოჯახურ ტირანთან ხანგრძლივი თანაცხოვრების ჯილდო. ნებისმიერი სტრესი, რომელსაც ჩვენ ხანგრძლივი დროის მანძილზე გულში ვიკლავთ, საბოლოო ჯამში ანგრევს და ანადგურებს უმთავრესთაგან უმთავრესს და ყველაზე ფასეულს – ქალის ჯანმრთელობას.

ამერიკელი ასტროლოგების აზრით, არსებობს ე.წ. “მონა-ბატონის” ენერგოვამპირისა და მსხვერპლის კომბინაციები ცოლქმრულ ურთიერთობაში, სადაც ერთი მხარე გამცემი, მეორე კი მიმღები ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მიმთვისებელია მეორის კუთვნილი სასიცოცხლო პოტენციალის. ამიტომ, თუკი თქვენი პარტნიორი, ხშირად და უმიზეზოდ გიშლით ნერვებს, წვრილმანების გამო განერვიულებთ და ყოველივე ამის შემდეგ თავად, მხიარულ ხასიათზე დგება, იცოდეთ, ხაფანგში გაქვთ თავი ამოყოფილი და დროზე უნდა შეძლოთ თქვენ ორს შორის არსებული ენერგეტიკული დისბალანსის დარეგულირება.

წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირ წყვილებს ამ კუთხით:

მამაკაცი მორიელი – ქალი კირჩხიბი
კირჩხიბი ირგებს ყველაზე ხშირად “თვითშეწირულის” როლს, რაც ძალაუფლებისმოყვარე მორიელს დიახაც რომ აწყობს. ქალ კირჩხიბს იმდენად ეშინია ხშირად მეუღლის განაწყენების, რომ ბევრ ისეთ დათმობაზეც მიდის, რომელსაც აბსოლუტურად არ მოითხოვს სიტუაცია. თუ მორიელი პრიმიტიული ინდივიდია, მას არ ეყოფა ტაქტი გაუფრთხილდეს კირჩხიბის სათუთ ბუნებას. რის ხარჯზეც ამ უკანასკნელს შესაძლოა სხვადასხვა სახის გინეკოლოგიური პრობლემები, ან კუჭ-ნაწლავის დაავადება განუვითარდეს.


მამაკაცი ვერძი –  ქალი თევზები

პრობლემა ამ წყვილში ვერძის სიხისტე და თევზების სიჩუმეა. თუმცა, თავად ფაქტი იმისა, რომ თევზებს “პირში წყალის ჩაგუბება” ახასიათებთ არ ნიშნავს იმას, რომ ქალ თევზს ვერძის გამოხტომები მშვიდად და გულთან მიტანის გარეშე გადააქვს. იგი უბრალოდ ზედმეტად სათუთი და გაუბედავია საიმისოდ, რომ ვერძ ქმარს ღია და აშკარა პოლემიკაში დაუპირისპირდეს. ამიტომ ცდილობს თავი უკეთესი მომავლის იმედით ინუგეშოს და თვითგვემაში ჩუმად გააგრძელოს ცხოვრება. პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუკი თევზი ცოლი მეუღლე ვერძს მშვიდი და გასაგები ტონით აუხსნის თუ რამხელა ზიანს აყენებს მას მისი საქციელი ემოციური კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თევზ ქალს ნერვული აშლილობა და ვეგეტონევროზული გამოვლინებები გარანტირებული ექნება.

მამაკაცი თხის რქა –  ქალი სასწორი
პრობლემა ემოციური ვერ-თავსებადობის მხრივ ჩნდება. თხის რქა მკაცრი მორალისტი, დოგმატიკოსი და ცივი კაცია. მაშინ როცა, სასწორი ქალი სულით რომანტიკოსი, შემოქმედი და მეოცნებეა. ამიტომ მათი ცხოვრებისეული შეხედულებები ძალზე ხშირად ეჯახება ერთმანეთს. ამასთან ერთად, მსგავსად თხის რქისა, სასწორსაც არანაკლები სიჯიუტე ახასიათებს, როცა ვინმე თავის ჭკუაზე გავლას აიძულებს. პრობლემა იმაშია, რომ მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უძნელდება. ამიტომ წლების მანძილზე იტანჯავს თავს ცივი და უემოციო მეუღლის გვერდით. თუკი სასწორი თხის რქასთან დიპლომატიურობასთან ერთად, სითბოსა და სიყვარულის აშკარა გამოხატვის უნარსაც გამოიყენებს, შესაძლოა იგი აღარ გახდეს შაკიკისა და უროლოგიური დაავადებების მსხვერპლი.

მამაკაცი კურო – ქალი ლომი
ამ წყვილის დილემა ფინანსებია. ალბათ მეტყვით, რომელი წყვილის ცხოვრებაში არ წარმოადგენს პრობლემას ეს საკითხიო, მაგრამ ნება მიბოძეთ აგიხსნათ, რომ აქ თავად ფულზე კი არა, ამ ფულის სწორად გამოყენებაზეა საუბარი. კურო მატერიალისტი და სიძველეების მოყვარულია. იგი კომფორტს და სისადავეს არჩევს ძვირად ღირებულ და არაფრისმომცემ სუვენირებს. მაშინ როცა ქალი ლომის დედოფლური ბუნება ითხოვს, გარშემო მოიწყოს დღესასწაული თუნდაც ნივთების სახით. კურო გამუდმებით გაუკონტროლებს მას დანახარჯებს (როგორც საკუთარს, ისე თავისას) და ყოველთვის დაამწუხრებს საკუთარი პირქუშობით, მაშინ როცა ლომი მეცხრე ცაზე იქნება ბედნიერებისგან მორიგი ლამაზი ნივთის შეძენით. პრობლემის გადაჭრის გზა ერთია – კომპრომისი. სხვა შემთხვევაში ლომი გულის დაავადებების, ან სისხლძარღვების პრობლემის რეალური კანდიდატი შეიძლება გახდეს.

მამაკაცი ტყუპი – ქალი  მორიელი
დიახ, არ მოგჩვენებიათ. მორიელის ქალისთვისაც მოიძებნება ამქვეყნად მამაკაცი, რომელიც სამომავლოდ მისთვის ქრონიკული თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. ტყუპი ერთადერთი ნიშანია, რომელზეც მორიელის შხამს უბრალოდ ძალა ეკარგება. იგი არასოდეს რეაგირებს მორიელის გესლიან ტონზე და ნებისმიერი სახის კონფლიქტი მალევე ავიწყდება. რასაც ვერ ვიტყვით მორიელზე და სწორედ ეს არის პრობლემა ამ ქალისთვის. მისი უკმაყოფილება და სურვილი ჭკუა ასწავლოს თავხედს, ხშირად ბუმერანგივით ბრუნდება უკან მასთან. იმიტომ რომ, ტყუპი ყველაფერს ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს. შესაბამისად, განცდა იმისა, რომ უღონოა სიტუაციის მართვის კუთხით, მორიელში მძაფრ ემოციებს, ბრაზსა და წყენას იწევევს. რაც თავის მხრივ ქალური დაავადებების, ონკოლოგიური საფრთხის და ნევროზების საწინდარია.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები