ელენე სატინი სხირტლაძის სექსუალურობის კიდევ ერთი აღიარება

ელენე სატინი-სხირტლაძე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ამერიკულ შოუბიზნესში. საქართველოდან ამერიკაში გადაბარგებული ქართველი მსახიობი საკმაოდ წარმატებულია. ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი როლებიდან ყველაზე დიდი წარმატება ცნობილ სერიალი – შურისძიების მუდმივ გუნდში მოხვედრა და ერთ-ერთი მთავარი როლია.

ელენეს პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ ხშირად ასახელებენ ყველაზე ლამაზ ტელევარსკვლავთა შორის, ახლახან კი სოლიდურმა გამოცემა Yareah Magazine-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა იმას, რა საჭიროა გახდომა, როცა ელენე სატინი, რომელიც სულაც არ არის გამხდარი გოგონა, ასეთი ლამაზი და სექსუალურია.

”ელენეს შესანიშნავი ფორმები აქვს, ის ძალიან სექსუალური და გემოვნებიანია. რა საჭიროა გახდომა და ჩონჩხად ქცევა, ეს აღარ არის მოდური, – წერენ სტატიაში, – ელენე ამის დადასტურებაა. ის არ შეესაბამება ცოტა ხნის წინ დამკვიდრებულ ტრადიციულ სტერეოტიპებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური გოგონაა ტელევიზიაში და მართლაც სამაგალითოა”.

სტატიაში ელენეს მაგალითზეა განხილული, რომ ზედმეტად გამხდარი გოგონები აღარ მიიჩნევა სექსუალურად. დეფილეები გაცილებით უკეთ გამოიყურება, თუ იქ რეალური სხეულის მქონე ქალები გამოდიან და არა ჩონჩხები. იმ აზრის დემონსტრირებისთვის, რომ გოგონებს აღარ სჭირდებათ გახდომა და არც კაცებს მოსწონთ ”მოფერებისა და ჩახუტების დროს მკერდში გაჩრილი ქალის ძვალი” (სწორედ ასე წერია სტატიაში), ელენეს რეალური და მომხიბვლელი გარეგნობა მოჰყავთ.

მართლაც, მსახიობი ყოველთვის კარგ ფორმაშია, მუდამ ლამაზი და მოვლილია. არც ზედმეტი აქვს რამე, არც ძალიან მაღალია და არც მეტისმეტად გამხდარი, როგორც მოდა გვკარნახობდა წლების განმავლობაში.

ელენე ამბობს, რომ ძალიან უყვარს ცეკვა, გორგოლაჭები, ველოსიპედი და ფიზიკურ სილამაზეს აქტიური ცხოვრების წესით ინარჩუნებს.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები