სექს-სიმბოლომ სექსზე ყველაფერი უნდა იცოდეს. ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც. ამის მტკიცებულებად ჩვენ შევაგროვეთ ვარსკვლავების ციტატები, რომელთაგან ბევრი ნამდვილად გაგაოცებთ.
საკუთარი თავის მიმართ სიყვარული – “ნუ უგულებელყოფთ მასტურბაციას, რამეთუ ეს არის სექსი იმასთან, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ”, – ვუდი ალენი, რეჟისორი.
“რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მასტურბირებას, მით უკეთ აეწყობა მისი სექსუალური ცხოვრება. მაგალითად, მე ბევრი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს მივდგომოდი საკუთარ თავს საჭირო კუთხით. სპეციალურ წიგნებსაც კი ვკითხულობდი და სარკის წინ შიშველიც ვდგებოდი, რათა საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში მოვსულიყავი”, – კიმ კეტროლი, მსახიობი.
კარგზე – “სექსი მანქანაში! როცა გსურს, რაღაც გიჟური და არანორმალური ჩაიდინო, მანქანის უკანა სავარძელი – ეს ყველაზე შესაფერისი ადგილია ამის გასაკეთებლად”, – სკარლეტ იოჰანსონი, მსახიობი.
“მანქანაში უნდა გქონდეს ყველაფერი აუცილებელი: ტუჩსაცხი, სუნამო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი… რადგან უქუსლო ფეხსაცმლით ვერავის მოხიბლავ” – კარმენ ელექტრა, მსახიობი.
“მოგწონს საკუთარი თავის ცქერა? გახდი ეკრანის ვარსკვლავი! დააყენე კამერა, მიუერთე ის ტელევიზორს – და ნახავ, როგორ გამოიყურები გვერდიდან”, – კელი ბრუკი, მსახიობი.
“საუკეთესო მეთოდი, აჩვენო პარტნიორს, რომ მასთან თავს კარგად გრძნობ, – არის, გქონდეს რეაქცია მის ყველა შეხებაზე. მამაკაცისთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი არ არსებობს!” – კიმ კეტროლი, მსახიობი.
“მე მომწონს სცენისთვის გამოპრანჭვა… და საძინებელი რით არის სცენაზე ნაკლები?” – ფერჯი, მომღერალი.
ღირსებებზე
“თავი დაანებე საკუთარ ნაკლოვანებებზე საუბარს. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას გამუდმებით ქალები. თუკი ვიღაც დარწმუნებულია, რომ ლამაზი უკანალი გაქვს, დაანებე თავი, ნუ დაუმტკიცებ საწინააღმდეგოს! სექსუალური იმ შემთხვევაში ხარ, თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, – აი, რატომ უნდა აცდუნო პირველ რიგში საკუთარი თავი, შემდეგ კი დანარჩენები”, – დიტა ფონ ტიზი.
“რაც უფრო ხშირად გაქვს სექსი, მით უფრო გასაგები ხდება, რა არის კარგი და რა ცუდი. საუკეთესო სექსი – არის ის, როცა სრულიად მოშვებული ხარ და არ გეშინია ექსპერიმენტების. მნიშვნელოვანია, მოსინჯო ხან ერთი, ხან მეორე და ეცადო, შექმნა ატმოსფერო, რომელშიც ორივე თავს კომფორტულად იგრძნობთ”, – შაია ლაბაფი, მსახიობი.
“ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწურული ვარ, როგორც ჩირი; როცა ვთამაშობ – მანგო ვარ; ხოლო სექსში მინდა ვიყო ისეთი წვნიანი მანგო, რომლის წვენიც ხელებზე ჩამოგდის”, – ტორი ამოსი, მომღერალი და პიანისტი.
“მე არ ვისწრაფვი, ვიყო სექს-ბომბა. უბრალოდ, მე სექს-ბომბა ვარ”, – კაილი მინოუგი, მომღერალი.
სექსუალურობაზე – “ზედმეტი წარმოდგენა არ იქონიო საკუთარ თავზე – აი, რა არის სექსუალურობა. მნიშვნელობა არ აქვს, მორიდებული ხარ თუ პირიქით – ენერგიით სავსე. აი, როგორც თავის მოჩვენებას დაიწყებ, ეს მაშინვე შესამჩნევი ხდება და გამაღიზიანებელი”, – კამერონ დიასი, მსახიობი.
“ჩემი აზრით, იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე ქალი, რომელიც ტყავიდან ძვრება იმისათვის, რომ სექსუალურად მოაჩვენოს თავი გარშემომყოფებს”, – კრისტიან ბეილი, მსახიობი.
“ძალიან სექსუალურად მეჩვენება, როცა ქალს აცვია თავისი საყვარელი მამაკაცის მაისური და ტრუსები”, – კელვინ კლაინი, დიზაინერი.
“მომწონს კლუბებში სიარული და ცეკვა. სწორედ იქ ვგრძნობ თავს ნამდვილად სექსუალურად – და უბრალოდ კი არ ვგრძნობ, ზუსტად ვიცი, რომ ასეა!” – სანდრა ბალოკი, მსახიობი.
წყარო: მარაო.ჯი