დაგეგმეთ მომავალი შვილის სქესი

ხშირად მომავალი მშობლები ამბობენ, რომ ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს და რომ მთავარია ის იყოს ჯანმრთელი. თუმცა გულის სიღრმეში ალბათ ყველას გვაქვს პრეფერენციები რომელიმე სქესის მიმართ, ამიტომაც ვცდილობთ გამოვიცნოთ ორსულობისას ბავშვის სქესი და პირველ ექოსკოპიასაც მოუთმენლად ველით, რომ გავარკვიოთ გოგოა თუ ბიჭი ჩვენი შვილი.

ჩვენი დედების ეპოქაში სქესის ექოსკოპიაზე დადგენის საშუალებაც კი არ არსებობდა და ბავშვის სქესი, მხოლოდ მისი დაბადების შემდეგ ხდებოდა ცნობილი. დაბადებამდე კი ყველანი ერთად ცდილობდნენ მისი სქესის გამოცნობას სხვადასხვა ბებიასეული თქმულებით თუ მინიშნებით. საინტერესოა იცოდნენ თუ არა ბებიებმა როგორ დაეგეგმათ მომავალი შვილის სქესი მის ჩასახვამდე? ან დღეს დღეობით თუ არსებობს ამისთვის ზუსტი მეცნიერული მეთოდი? თუ ბავშვის სქესის დაგეგმვა მხოლოდ ზებუნებრივი ძალების მიერ განისაზღვრება?

სქესის დაგეგმვის მეცნიერული მეთოდები

მეცნიერები ამბობენ, რომ დღესდღეობით არსებობს მეთოდები, რომლის საშუალებითაც ეფექტურად შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენი მომავალი ბავშვის სქესი, თუმცა ამ მეთოდების უმეტესობა საკმაოდ ძვირია და არც ყველა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

არსებობს ორი მიმართულება, ერთი ემყარება ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდს, მეორე კი ხელოვნური ინსემინაციისას. ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება სინჯარაში და 3-5 დღის ემბრიონის შემოწმება სქესზე და გენეტიკურ ცდომილებებზე, მანამ სანამ მისი საშვილოსნოში ხელოვნურად იმპლანტაცია მოხდება. მეთოდი საკმაოდ ზუსტია, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული.

მიკროსორტი

არსებობდა ასეთი კლინიკური კვლევა, რომლიც X და Y ქრომოსომების შემცველ სპერმას აცალკევებდა ერთმანეთისგან და შემდეგ ხდებოდა სასურველი სპერმით ხელოვნური განაყოფიერება. კვლევა 2012 წელს დასრულდა და ახლა ამერიკის შესაბამისი ორგანოებიდან ელოდება ნებართვას, რომ ეს მეთოდი დაინერგოს. ეს მეთოდი წინანდელთან შედარებით ნაკლებად ხარჯიანია, მაგრამ დაორსულების მაჩვენებელი განაყოფიერების თითოეულ ციკლზე მხოლოდ 17%-ია. ინ-ვიტრო განაყოფიერების გამოყენებით კი დაორსულების შანსი 35%მდე იზრდება, თუმცა ეს შესაბამისად ღირებულებასაც ზრდის.

ერიქსონის მეთოდი

დადგენილია, რომ Y ქრომოსომის შემცველი (მამრობითი სქესის ჩამსახველი) სპერმატოზოიდები უფრო სწრაფად ცურავენ. ამ მეთოდის მიხედვით ხდება სწრაფად მოძრავი (მამრობითი სქესის წარმომქმნელი) სპერმის განცალკევება ნელა მცურავი (გოგონა) სპერმისგან, შემდეგ კი სასურველი სქესის სპერმით ხელოვნუი განაყოფიერება ხდება. ამბობენ, რომ ეს მეთოდი 73-78% სიზუსტით გვაძლევს სასურველი სქესის არჩევის საშუალებას. მეთოდი შედარებით იაფია, თუმცა შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების რამოდენიმე მცდელობა დაგჭირდეთ.
არსებობს ასევე დამოუკიდებლად საცდელი მეთოდები, რომელიც მეცნიერულ ფაქტებს ემყარება.

შეტლერის მეთოდი

ეს მეთოდიც ემყარება იმ მეცნიერულ ფაქტს, რომ ბიჭის ჩასახვისთვის საჭირო სპერმატოზოიდები უფრო სწრაფები არიან, მაგრამ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია გოგოებისაზე. მეთოდის მიხედვით წყვილმა სასურველი სქესის ჩასახვისთვის ქალის ოვულაციის მიხედვით უნდა დაგეგმოს სქესობრივი აქტები. თუ ბიჭის ჩასახვა გსურთ, განაყოფიერება და შესაბამისად აქტი შეძლებისდაგვარად დროში უნდა დაამთხვიოთ ოვულაციას, თუ გოგონა, მაშინ სქესობრივი აქტი ოვულაციამდე 2-4 დღით ადრე ჩაატარეთ. ამ მეთოდის მხარდამჭერები მის სიზუსტეს 75%-ით აფასებენ და ის უფასოა, მაგრამ მის განსახორციელებლად მოგიწევთ თქვენი ოვულაციის ციკლის განსაზღვრა და შესაძლოა ბაზალური ტემპერატურის კონტროლიც.

ველანის მეთოდი

ეს მეთოდი მისი წინამორბედის საპირისპიროა, მისი მიხედვით ბიჭების ჩასახვის ალბათობა უფრო მაღალია თუ სქესობრივი აქტი ბაზალური ტემპერატურის მომატემაბდე 4-6 დღით ადრე მოხდება. ხოლო გოგოების ჩასახვის ალბათობა მატულობს ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე.
ასე, რომ ეს მეთოდის აქტის დაგეგმვას ეხება თქვენი ოვულაციის მიხედვით.

სქესის დაგეგმვის ხალხური მეთოდები

თუ მეცნიერებამ იმედები გაგიცრუათ ან მაღალ-ტექნოლოგიური მეთოდები თქვენთვის მიუწვდომელია, მაშინ სცადეთ ხალხური რეკომენდაციები მომავალი შვილის სქესის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

სისხლის გამოცვლის პერიოდულობა

არსებობს სქესის გამოთვლის მეთოდი, რომლის სიზუსტეც დამტკიცებული არ არის, მაგრამ ის მომავალი შვილის სქესის დასაგეგმადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ისეთ დროს ჩასახოთ შვილი, როდესაც სასურველი სქესის ჩასახვის ალბათობა მაღალია. გამოიყენეთ ამისათვის ჩვენი კალკულატორი.

ჩინური კალენდარი

არსებობს ჩინური კალენდარი, რომლის მიხედვითაც ბავშვის სქესი დედის ასაკზე და ჩასახვის თვეზეა დამოკიდებული. ამ კალენდრის გამოყენების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ასაკიც და ჩასახვის თვეც ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით არის მოცემული. ამ კალენდრის მიხედვითაც შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი შვილის სქესი და ისეთ დროს იზრუნოთ მის ჩასახვაზე, როდესაც კალენდრის მიერ თქვენთვის სასურველი სქესის შვილის ყოლაა ნაწინასწარმეტყველები.

სხვა ხალხური რეკომენდაციები

რაც შეეხება სხვა ხალხურ მეთოდებს, აქ არჩევანი მრავალფეროვანია. ზოგი გადმოცემის თანახმად ბავშვის სქესსზე გავლენას თქვენი საკვები ახდენს. მაგალითად თუ ბიჭი გსურთ ჩასახოთ მიირთვით მეტი ხორცი და მარილიანი საჭმელი, მომავალმა მამიკოები კი გაზიან სასმელს მიეძალონ. თუ გოგონა გსურთ გააჩინოთ, მაშინ ორივე პარტნიორმა თევზსა და ბოსტნეულზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. დედიკოებმა კი ბევრი შოკოლადი მიირთვან.
ამბობენ, რომ მომავალი შვიის სქესის განსაზრვრა სექსის პოზითაა შესაძლებელი. თუ ბიჭი გსურთ, მაშინ სექსი ფეხზე დგომით უნდა გქონდეთ. სექსის შემდეგ დიდხანს იწექით ზურგზე. ქალებმა დაიძინონ პარტნიორისგან მარცხენა მხარეს. თუ გოგონა გსურთ, მაშინ იქონიეთ სექსი მისიონერულ პოზაში, ან პოზა – ქალი ზემოდან.

ზოგიერთი გადმოცემის თანახმად კი მთავარი მნიშვნელობა სქესობრივი აქტის დროს აქვს. ანუ თუ ბიჭის ჩასახვა გსურთ, ეს უნდა მოახდინოთ ღამით, როდესაც ცაზე მეოთხედი მთვარეა და თვის კენტ რიცხვებში. შედეგიანობა იმატებს თუ სექსის დროს ქალის თავი ჩრდილოეთით არის მიბრუნებული.
ხოლო გოგონას ჩასახავთ თუ, სექსი გექნებათ სავსემთვარეობისას, ან შუადღეს, ან თვის ლუწ დღეებში.
ეს ბოლო რეკომენდაციები მიიღეთ სახეზე ღიმილით. გენდერული თანასწორობის ერაში სქესი მართლაც უმნიშვნელოა. სიყვარულით მიიღეთ თქვენი მომავალი გოგოები და ბიჭები.

წყარო:  http://www.babyinfo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები