მადონას საჯარო კოცნამ კანადელ რეპერში ზიზღი გამოიწვია (ვიდეო)

 

ცნობილი ამერილელი მომღერალი მადონა ინტერნეტ – მომხამრებლების დაცინვის ობიექტი გახდა. შეტევა პოპ-ვარსკვლავზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ფესტივალ Coachella-ზე მან სცენაზე გამოსვლის დროს კანადელ რეპერს დრეიკს ტუჩებში აკოცა. კოცნა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და რამდენიმე წამი გაგრძელდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ 28 წლის დრეიკს 56 წლის მადონას ამ საქციელმა არანაირი სიამოვნება არ მიანიჭა. უფრო მეტიც, კოცნის დასრულების შემდეგ დრეიკის სახეზე აშკარად ზიზღის გრძნობა შეინიშნებოდა. ამ ინციდენტის შემდეგ მადონამ გამოსვლა გააგრძელა.
ამ შემთხვევაზე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დაწერეს, რომ მადონამ ამ კოცნით დრეიკს „ახალგაზრდობა ამოწოვა“. „აი თქვენ იცინით და სინამდვილეში არაფერია სასაცილო. მადონამ დრეიკს სოცოცხლის 10 წელი წაართვა“ – წერს „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

მადონა სცენაზე სკანდალური მოქცევით და ტუჩებში კოცნით ადრეც იყო ცნობილი. კერძოდ მას ასეთივე „:ილეთი“ რამდენიმე წლის წინ მომღერალ ბრიტნი სპირსს ჩაუტარა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=rpMVVabqOQ0[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები