მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ორსული – 13 შვილის დედა კიდევ ერთ შვილს აჩენს

ანაგრეტ როენიკი  ქალი რომელიც,  65 წლისაა და მეთოთხმეტე შვილს  აჩენს , ის ბერლინში ცხოვრობს, უკვე  13 შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავს, ისევ ფეხმძიმედაა და მეთოთხმეტე შვილს ზაფხულში ელოდება.

ქალბატონი რუსულისა და ინგლისური ენების მასწავლებელია. აღსანიშნავია, რომ პატარა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახა.

“გადავწყვიტე კიდევ ერთი ბავშვი გამეჩინა რადგანაც ჩემს ცხრა წლის ქალიშვილს პატარა და ან ძმა სურდა”, – აცხადებს ანაგრეტ როენიკი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, ორსულობის პერიოდი ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ზაფხულში კი პატარა მოევლინება ქვეყანას.

აქამდე 65 წლის ასაკში მსოფლიოს არც ერთ ქალბატონს არ გაუჩენია შვილი, ასე რომ, ამ თვალსაზრისით ანაგრეტი რეკორდსმენი გახდება.

წყარო: http://www.etanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები