ქეთი ხატიაშვილის სილამაზის საიდუმლო – 9 მიზეზი სირბილისთვის

ყოფილი ტანმოვარჯიშე და პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი გამარჯვებული ქეთი ხატიაშვილი აქტიურად ემზადება 3 მაისს გასამართ Wings for Life -ის მსოფლიო რბენაში მონაწილეობისთვის. ქეთი ყოველდღიურად ვარჯიშობს და დიდ სურვილი აქვს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ კეთილს საქმეში, რასაც მსოფლიო რბენა ემსახურება.

1. რა იყო თქვენთვის იმის მოტივაცია, რომ Wings for Life მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი გამხდარიყავით?

Wings for Life მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი რომ გავმხდარიყავი, მთავარი მოტივაცია იყო ხალხი, ვინც ამ საქმეს აკეთებს და ხალხი, ვისთვისაც ეს რბენა იმართება. ასევე ძალიან შთამბეჭდავია ამ ღონისძიების მასშტაბები. საერთოდ, საამაყოა, როდესაც ქვეყნიდან რამდენიმე ათეულ რჩეულ შორის მოხვდები და ასეთი დიდი საქმის ნაწილი გახდები.

2. გაქვთ პირადი მიზეზი, რომ ირბინოთ 3 მაისს?

განსაკუთრებული პირადი მიზეზი არ მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი არის ის, რომ მსოფლიოსთან ერთად ვირბინო და ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ კეთილ საქმეში.

3. რა მიზანი გაქვთ დასახული წელს? რამდენი კილომეტრის გარბენას გეგმავთ?

სიმართლე გითხრათ, ჩემი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთო ამ საქმეში და რაც მთავარია დავანახო ადამიანებს, რომ მსოფლიო რბენაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. ზოგადად, არა აქვს მნიშვნელობა 1 კილომეტრს გაირბენ თუ 30-ს.

4. ვისი დამარცხება გსურთ ამ რბენაზე?

მინდა ვაჯობო ჩემს შარშანდელ რეზულტატს.

5. როგორ ემზადებით რბენისთვის?

კვირაში 4-ჯერ დავდივარ დარბაზში, დავრბივარ ღია ცის ქვეშ და ვითვალისწინებ კოლინ ჯექსონის რჩევებს კვებასთან დაკავშირებით.

6. როგორ ამხნევებთ თქვენს თავს, როდესაც არ გაქვთ ვარჯიშის სურვილი?

ვთვლი, რომ ზუსტად იმ სირთულეების გადალახვით ხდება ადამიანი ძლიერი. მამხნევებს ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდები ჩემს მიზანს.

7. ყველაზე მეტად სად გიყვართ სირბილი?

სირბილი ყველაზე ძალიან ბუნებაში მიყვარს, იქ დაღლილობის ნაცვლად, თითქოს პირიქით, ვიმუხტები ენერგიით.

8. ვარჯიშის დროს რაიმე წახალისების უფლებას თუ აძლევთ თქვენს თავს?

ვარჯიში, ჩემს შემთხვევაში ეს ცეკვაა, უკვე დიდი სიამოვნებაა. ამ დროს ვფიქრობ მხოლოდ საუკეთესო შესრულებაზე და თუ ეს გამომდის ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

9. რა დევს თქვენს მაცივარში ამ მომენტში?

მოხარშული ხორცი, რძის ნაწარმი, სალათის ფურცლები და ცოტა ხილი. დანარჩენი ნაკლებად სასარგებლოა – მაიონეზი, კოკა-კოლა, გაყინული ცომი.

კომენტარები

სხვა სიახლეები