ლუდი – არაჩვეულებრივი საშუალებაა თმისთვის. მას ვერანაირი ძვირად ღირებული საშუალებები ვერ შეედრება.
B ჯგუფის ვიტამინები, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და სხვა სასარგებლო ნივთირებები, რომლებსაც შეიცავს პუდი, დადებითად მოქმედებს თმის მდგომარეობაზე, ასევე ის ხელს უწყობს თმის ზრდას. მთავარია – ლუდი იყოს ხარისხიანი.
1 შამპუნი თმის ბზინვარებისთვის
ინგრედიენტები:
1 კვერცხის გული;
20 მლ ლუდი;
1 სუფრის კოვზი რომი (ან არაყი).
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხის გული აქაფებამდე, შემდეგ დაუმატეთ ლუდი და რომი (არაყი). დაისაველეთ თმა წყლით, შემდეგ კი ეს შამპუნი შეიზილეთ. კარგად დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. შამპუნი მოცულობისთვის
ინგრედიენტები:
1 კვერცხის გული;
1 სუფრის კოვზი კონიაკი;
ნახევარი ლიმონი;
20 მლ ლუდი.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხის გული აქაფებამდე, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, კონიაკი და ლუდი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ ბლენდერით. შეიზილეთ სველ თმაში, გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ.
3. თმის ბალზამი
ინგრედიენტები:
0,5 ლ ლუდი;
0,5 ლ თბილი ანადუღარი წყალი;
მომზადების წესი:
ჩვეულებრივი შამპუნით თავის დაბანის შემდეგ, გადაივლეთ წყალში გახსნილი ლუდი. შეგიძლიათ მასში რამდენიმე წვეთი რომელიმე ეთერზეთიც ჩაამატოთ.
4. თმის სამკურნალო ნიღაბი
ინგრედიენტები:
50 მლ თაფლი;
50 მლ ლუდი.
მომზადების წესი:
დააბლენდერეთ 50 მლ თაფლი და 50 მლ ლუდი. წაისვით ნიღაბი დაბანილ და პირსახოცით შემშრალებულ თმაზე, კარგად შეიზილეთ თავის კანში, შეიფუთეთ ცელოფნით, ზემოდან კი პირსახოცით. 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს თავის კანს.
5. მშრალი და დაზიანებული თმის ნიღაბი
ინგრედიენტები:
1 კვერცხის გული;
80 მლ ლუდი;
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხის გული ზეითუნის ზეთთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე, შემდეგ დაუმატეთ ლუდი. დაბანილ და პირსახოცით შემშრალებული თმაზე წაისვით ეს ნიღაბი და გაიჩერეთ ერთი საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ. იმისათვის, რომ სუნი არ დაგრჩეთ თმაზე, უკეთესი იქნება თუ ლიმონიან წყალს გადაივლებთ ბოლოს.
6. თმის ლაკი
ლუდით შესაძლებელია თმის ლაქის მომზადებაც. ჩაასხით ლუდი დეზოდორიან ქილაში და დაახლოებით 20 სმ-ს დაშორებიდან შეისხურეთ თმაზე. სუნი სულ ცოტა ხანში სუფთა ჰაერზე აორთქლდება.
მნიშვნელოვანია: ნუ გამოიყენებთ ლუდზე დამზადებულ ამ საშუალებებს ზუსტად მნიშვნელოვანი შეხვედრის ან ღონისძიების წინ, რადგან ზოგიერთ ლუდს ძალიან მდგრადი სუნი აქვს.
სხვა სიახლეები