ზოდიაქოს ნიშანი და საყვარელი მულტ-პერსონაჟი

ანიმაციურ პერსონაჟებს, ისევე როგორც მათ შემქმნელ ადამიანებს ხასიათის განსაკუთრებული თავისებურებები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ხდება ალბათ ისიც, რომ თქვენი პატარა სწორედ იმ კონკრეტულ პერსონაჟს ირჩევს და იჩემებს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე დგას ახლოს მის ბუნებასთან. 

ვერძი – მაშა მულტფილმიდან „მაშა და დათვი“

პატარა ვერძები მოუსვენრები, თავქარიანები და უზომოდ მოძრავები არიან. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგონა, ორვე სქესის პაწია მარსიანელი თავგამოდებით ეძებს გასართობს, ხშირად ერთობ სახიფათოსაც კი. მაგალითად იგი, აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ ორგორ მუშაობს ტოსტერი და საამისოდ, საკუთარ თითებსაც აქტიურად გამოიყენებს. ამასთან ერთად, რომ დაიწვას, გაიჭრას ან იღრძოს კიდეც რამე, იმედი იმისა რომ ჭკუას ისწავლის და მეორედ იგივეს აღარ იზამს, ნუ გექნებათ.
Astrologia

კურო – პანდა მულფილმიდან „კუნგფუ პანდა“

პატარა კუროები დინჯები, მშვიდები და გამაოგნებლად ჯიუტები არიან. მათი კიდევ ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება კი სმუსნიაობაა. აქედან გამომდინარე კუროს ტოტალური სიჯიუტის დაძლევა, მხოლოდ და მხოლოდ გემრიელი სასუსნავის ხარჯზე შეიძლება. თუმცა თუკი პატარა კურომ მიზნად რაიმე დაისახა,ამ ქვეყნად ყველაზე სათაყვანებელ კერძზეც კი იტყვის უარს, სასურველი მიზნის მისაღწევად.

Astrologia


ტყუპები – უცხოპლანეტელი მულტფილმიდან „ნახევარქათამა“

მსგავსად გალაქტიკიდან მოფრენილი პატარა, მოუსვენარი ჰუმანოიდისა, ტყუპი ბავშვის მშობლებსაც ხშირად უჩნდებათ შეგრძნება, იმისა რომ მათ შვილს, თუ ერთბაშად სამი თვალი არა, ორი წყვილი ხელი და ფეხი მაინც უბოძა განგებამ. აბა სხვამხრივ, როგორ უნდა ახსნათ ის ფაქტი, რომ ამ წუთას თუ ჩართული მიქსერიდან გამოაყოფინებთ თითებს, წამის მეასედში სარეცხი მანქანის ლუკში იქნება გამაგრებული სახლობანას სათამაშოდ.

Astrologia

კირჩხიბი – თაგვი მულფილმიდან „რატატუი“

პატარა კირჩხიბი, სენტიმენტალურები, უზომოდ მგრძნობიარეები და ფანტაზიორები არიან. მათ ხშირად ჰყავთ გამოგონილი ე.წ „წარმოსახვითი“ მეგობრები, რომლებთან თამაშშიც ისინი დროს შესანიშნავად ატარებენ. თუმცა, რაკიღა კიბო კუჭით იმართება, ისინი არც კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარებაზე არიან უარს, თუკი მათ სამზარეულოს დალაშქვრის უფლებას მისცემთ.

Astrologia

ლომი – თუთიყუში ლუი მულტფილმიდან „რიო“

პატარა ლომები ამბიციურები, ამაყები და მოუსვენრები არიან. დაბადებიდანვე თანდაყოლილი საიმაყე, როგორც წესი ბოკვერს არასოდეს მისცემს უფლებას, თანატოლებს შორის თავი რაიმეს არცოდნით ან სიმხდალით შეირცხვინოს. ამიტომ სურვილი გარშემო ყველას სიმპათია და კეთილგანწყობა დაიმსახუროს, პატარა ლომს ხშირად აიძულებს ნაირ-ნაირი ტრიუკები ჩაატაროს გარშემომყოფთა სიმპათიის დასამსახურებლად.

Astrologia

ქალწული – ვილი მულტფილმიდან “ნახევარქათამა”

ფრთხილი, დაკვირვებული და ძალზე თვითკრიტიკულია. პატარა ქალწული სამყაროს დაბადების მომენტიდან თითქოსდა გამადიდებელი შუშით აკვირდება, რათა იგ სხვადასხვა სახის უზუსტობები აღმოაჩინოს. თუმცა მიუხედავად ასეთი პრეტენზიულობისა, სწორედ მას ესაჭიროება ყველაზე მეტად, მშობლების მხრიდან მაქსიმალური წახალისება და მხარდაჭერა, რადგანაც ქება ქალწულისთვის ზედმეტი არასოდეს არის. იგი მას მომავლის რწმენის გამომუშავებისთვის ჰაერივით სჭირდება.

Astrologia

სასწორი – რობოტი ვოლი მულტფილმიდან „ვოლი“

მოსიყვარულე, კომუნიკაბელური და მშვიდობისმოყვარეა. პატარა სასწორს ადრეული ასაკიდან აქვს გამომუშავებული პარტნიორული ურთიერთობების მიმართ განსაკუთრებული მომთხოვნილება, ამიტომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ყავდეს ჰარმონიული სამეგობრო წრე. როგორც წესი ბაღიდან შეყვარებულია და ზრდასრულ ასაკამდე ალბათ რამოდენიმე ლოვ-სთორისაც გადააგორებს, ისე რომ ცხოვრების მიმართ ვარდისფერი სათვალეებით ყურებას, მონდომებით გააგრძელებს იდეალური სიყვარულის ძიებაში.

Astrologia
მორიელი – სტიჩი მულტფილმიდან „ლილუ და სტიჩი“

ეს პატარა ბრაზიანი მხეცუნია, როგორც წესი მხოლოდ უახლოესი ადამიანებისთვის იმეტებს თავის იშვიათ ღიმილს და ყურადღებას. სანამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, ნაირ-ნაირ დეიდა-ბიძიებთან, მისით თავის მოწონების მცდელობას, უკმაყოფილო ბუზღუნით შეხვდება. უკვე წამოზრდილი კი თავად გადაწყვეტს ვის, როდის და რა დოზით ეკონტაქტოს. ეს იმიტომ, რომ მან თქვენზე უკეთ იცის, თუ ვისგან რას უნდა ელოდოს ცხოვრებაში.
Astrologia


მშვილდოსანი – ვირი მულტფილმიდან „ შრეკი“

მხიარული, მოუსვენარი და კომუნიკაბელურია. უკვე პატარა ასაკიდან წარმატებით ახერხებს იმას, რომ თავი ნაირ-ნაირ დავიდარაბაში გაყოს. მაგალითად სახიფათო კასკადიორული ტრიუკი ჩაატაროს მარშრუტით, კარადის თავი-მაგიდა-სკამი დაშვება იატაკისკენ, საიმისოდ რომ სტუმრებს თავი მოაწონოს. თუმცა იგივე ზემოთხსენებულ სტუმრებს გამორიცხული არა, მოგვიანებით ამაყად გამოუცხადოს,  თუ როგორ წუწუნებდა სამზარეულოში ბებია, მათი ქრონიკული
ვიზიტების,  დაუსრულებლობის შესახებ.

Astrologia

თხის რქა – თაგვი როდი მულტფილმიდან „დაითესე“

დაბადებიდანვე მზადაა საიმისოდ რომ უნდა გაიზარდოს, დიდი კაცი გახდეს და ცხოვრებისეულ სირთულეებს მონდომებით შეეჭიდოს. ძალიან უყვარს არისტოკრატობანას თამაში და თანატოლებისთვის ჭკუის სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ჯიჯღინა და პრეტენზიულია, ყოველთვის მზადაა გმირობა ჩაიდინოს და ოჯახის წევრებს რაღაცით ასიამოვნოს.

Astrologia

მერწყული – ტინკერ ბელი მულტფილმიდან „ფერიები“

ცნობისმოყვარე, მოუსვენარი და არაპროგნოზირებადია. დაბადებიდანვე უამრავი კითხვით იბადება არსენალში. აქედან გამომდინარე, საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ოჯახში არსებული ნებისმიერი ნივთის მუშაობის პრინციპი დ რაობა აინტერესებს. შესაბამისად მის მიერ დაშლილ-რეორგანიზებული სათამაშოების გარდა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მოულოდნელად სახლში, თქვენმა მიკროტალღურმა ღუმელმა კონდენციონერის ფუნქცია შეიძინა ან ჩვეულებრივი თმის საშრობი იქცა ხორცის საკეპ მანქანად.

Astrologia

თევზები – მარგარიტა მულტფილმიდან „მარგარიტა“

მეოცნებე, ინფანტილური და მგრძნობიარეა. პატარა ასაკიდან ვარდისფერი სათვალით უყურებს სამყაროს და როგორც წესი, ამ სათვალეებთან განშორება არც ზრდასრულ ასაკში ეხალისება. დიდი დიდი, სათვალის მოდელი ან ფორმა შეცვალოს მხოლოდ. ძალიან უყვარს გამოგონილ სამყაროში ცხოვრება და არარსებულ გმირებთან ურთიერთობა, რომლებიც მხოლოდ მის წარმოსახვაში ცხოვრობენ. თქვენ კი, თქვენი მხრიდან ამ წარმოსახვითი მეგობრების პატივისცემა და დაფასება მოგეთხოვებათ.

Astrologia

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები