ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებულ ადამიანს საკუთარი, ინდივიდუალური აღქმა გააჩნია იმისა, თუ რა არის სიმყუდროვე და საკუთარი ჭერის ქონა თავზე. ამასთან ერთად, ნებისმიერ მათგანს, აბსოლუტრად სხვადასხვა ტიპის გარემო და ინტერიერი შეეფერება საიმისოდ რომ სახლში თავი კომფორტულად იგრძნოს…
ვერძისთვის საჭიროა სახლი, სადაც დიდი სივრცეა, მინიმალური ავეჯი დგას და აუცილებლად მოიძებნება ვეებერთელა პლაზმური ტელევიზორი.
კუროსთვის იდეალურია ეზოიანი სახლი, მწვანე კოინდარითა და ფანჩატურით. თუ ამას ვერ შეწვდება, აივნიანი ბინა მაინც უნდა იქონიოს სადაც ნაირ-ნაირ მცენარეებს მოაშენებს.
ტყუპს პირველ რიგში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი ესაჭიროება, გარდა ამისა, მისთვის აუცილებელია რაც შეიძლება ბევრი რბილი ავეჯი – პუფი, სავარძელი და ა.შ.
კირჩხიბი თავს შესანიშნავად გრძნობს სახლში, რომელიც წინაპრებისგან დანატოვარ რელიკვიებსა და თანამედროვე დიზაინით შექმნილ ავეჯს აერთიანებს. წარსულისა და აწმყოს სინთეზი არქიტექტურაში საუკეთესო ვარიანტია მათთვის.
ლომს მაქსიმალურად მდიდრული, ფართო და კაშკაშა აპარტამენტები ესაჭიროება. სასურველია, ბინა იყოს დუპლექსის ან ტრიპლექსის ტიპის. ძვირად ღირებული ავეჯითა და ცნობილი მხატვრების ტილოებით გაფორმებული.
ქალწული მინიმალიზმისა და კომფორტის მოყვარულია. ამიტომ მას მომცრო, მაგრამ ყოველგვარი კომფორტით აღჭურვილი ბინა ესაჭიროება. სადაც არაფერი უნდა იყოს ზედმეტი ან ქაოსური.
სასწორი ყველაფერში სილამაზეს და ჰარმონიას ეძებს, ამიტომ მისთვის საჭიროა ბინა, რომელსაც უამრავი ლამაზი აქსესუარით, სუვენირითა და ნახატებით მორთავს.
მორიელს მდიდრული, მაგრამ კარგად დაცული და შეკრული საცხოვრებელი ესაჭიროება. სასურველია, ბინას ბონუსად რომელიმე საყარაულო ჯიშის ძაღლიც მოჰყვებოდეს – დოგი, როტვეილერი ან ბულტერიერი. იმიტომ რომ მორიელისთვის საკუთარი სახლი საუკეთესო ციხესიმაგრეა, რომელშიც იგი კარგად უნდა იყოს დაცული.
მშვილდოსნისთვის იდეალური იქნებოდა ბინა, რომელიც ბორბლებზე დგას და გადაადგილდება ან სულაც ბოშათა ფურგონი ოღონდ თანამედროვე დიზაინით გაფორმებული. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი მშვილდოსნისთვის საუკეთესოა სახლი, რომელშიც ფერადი ოთახები და კარგი განათებაა.
თხის რქას კლასიკა მოსწონს. შესაბამისად, მისთვის საუკეთესოა პენტჰაუსის ტიპის საცხოვრებელი. ტრადიციული ბუხრით, მარმარილოს იატაკით და ა.შ.
მერწყული ორიგინალურობის განსახიერებაა, საცხოვრებელიც შესაბამისი ესაჭიროება. მისთვის საუკეთესო ვარიანტია მრავალოთახიანი კერძო სახლი, სადაც ოთახებს სხვადასხვა ეთნო-სტილში მორთავს. ან სახლი-მანსარდი, რომელიც მას ორიგინალური იდეების მოფიქრებისკენ გაანწყობს.
თევზებისთვის იდეალურია სახლი, რომელშიც უმთავრესი აქცენტი სამზარეულოსა და ღია ვერანდის სიმყუდროვეზე გაკეთდება. აქ მათ იდეალურად შეუძლიათ მოაწყონ ჩაის სმის საღამოები მეგობრებთან და ისაუბრონ ათასგვარ საჭირბოროტო თემაზე.