ინდოეთის ტაძარში სპილო კონტროლიდან გამოვიდა – შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში, ერთ-ერთ ინდუისტურ ტაძარში სპილო ჯაჭვს მოწყდა და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გარემოს ანადგურებდა.

ცხოველი ტაძარში სპეციალური კურთხევის ცერემონიისთვის მიიყვანეს, თუმცა ის მოულოდნელად კონტროლიდან გამოვიდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 40 წლის მამაკაცი, რომელმაც სპილო დღესასწაულის ადგილზე მიიყვანა.

მანამდე, სანამ სპილოს დამორჩილებას შეძლებდნენ, მან კიდევ ერთი ადამიანი დააზიანა — დაშავებული ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს.

პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობა ცხოველის დამშვიდებას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ, სპილო ტრანკვილიზატორიანი ისრებით გაანეიტრალეს და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე მიაბეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები