რუსეთში მცხოვრებმა ელენა ერხოვამ, რომელიც ინტერნეტში „ბაბა ლენას“ სახელით გახდა ცნობილი, დაამტკიცა, რომ ოცნებების ასრულებისთვის ასაკი არასოდეს არის გვიანი.
ქალი კრასნოიარსკიდან იყო და მსოფლიოს მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როდესაც უკვე 80 წელს გადასცდა. მცირე პენსიის მიუხედავად, მან გადაწყვიტა ის გაეკეთებინა, რაზედაც ახალგაზრდობაში მხოლოდ ოცნებობდა — ენახა მსოფლიო.
რამდენიმე წლის განმავლობაში „ბაბა ლენამ“ ათეულობით ქვეყანა მოინახულა, მათ შორის გერმანია, ჩეხეთი, ისრაელი, ვიეტნამი, ტაილანდი, თურქეთი და სხვა მიმართულებები. ის ხშირად ამბობდა, რომ თითოეული ქვეყანა საკუთარი ატმოსფეროთი და ადამიანებით დაამახსოვდა. განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა ახალი კულტურების გაცნობა, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება და უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა, რაც, მისი თქმით, მოგზაურობის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.
„ბაბა ლენა” მოგზაურობის ფოტოებსა და ისტორიებს სოციალურ ქსელებში აზიარებდა, რის შემდეგაც მისი ამბავი სწრაფად გავრცელდა და უამრავი ადამიანი შთააგონა.
ელენა ერხოვა 2019 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა მისი ისტორია დღემდე ბევრს ახსენებს, რომ ახალი ცხოვრების დაწყებისთვის ზოგჯერ მხოლოდ ერთი კითხვა კმარა — რატომ არ უნდა დაიწყო ახლა?