ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბევერლი ჰილზში, პოლიციამ 30 წლის ქალი დააკავა, რომელიც მომღერალ რიანას სახლზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
როგორც გამოცემა Los Angeles Times სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით წერს, ქალი ავტომობილში იჯდა და მომღერლის სასახლის მიმართულებით დაახლოებით ათი გასროლა განახორციელა. ტყვიები რიანას სახლის კედელს მოხვდა.
ინციდენტის დროს მომღერალი — რომლის სრული სახელია რობინ რიანა ფენტი — სახლში იმყოფებოდა.
სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია თავდამსხმელის მოტივი.
პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.