ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

მსოფლიო ისტორიაში პირველად, ერთი ადამიანის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა — ამის შესახებ იუწყება Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი გლობალური რეიტინგი Forbes Real-Time Billionaires.

რეიტინგის მიხედვით, ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ამ ეტაპზე 852,5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

რა გახდა რეკორდის მთავარი მიზეზი

მასკის ქონების მკვეთრი ზრდა უკავშირდება SpaceX-ისა და xAI-ის შერწყმის გარიგებას, რომლის შედეგად გაერთიანებული კომპანია დაახლოებით 1,25 ტრილიონ დოლარად შეფასდა. როგორც ამერიკული Forbes აღნიშნავს, მასკი ტრილიონერობის ისტორიულ ზღვარს უკვე საგრძნობლად მიუახლოვდა.

რეკორდი ოთხ თვეში 

  • ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ილონ მასკმა ქონების მოცულობის რეკორდი უკვე ოთხჯერ განაახლა:
  • ოქტომბერი — გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი 500 მილიარდი დოლარის ქონებით, Tesla-ს აქციების მკვეთრი ზრდის ფონზე;
  • დეკემბერი — მისმა ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა SpaceX-ის შეფასების ზრდის შემდეგ;

რამდენიმე დღეში — მაჩვენებელმა 700 მილიარდ დოლარს მიაღწია, როდესაც დელავერის შტატის უზენაესმა სასამართლომ მასკის Tesla-ს აქციებზე წვდომა აღუდგინა;

2026 წლის დასაწყისი — ქონება 800 მილიარდ დოლარს გასცდა.

ვინ არის მეორე ადგილზე

ამჟამად მასკი რეიტინგის მეორე ნომერს — ლარი პეიჯი, Google-ის თანადამფუძნებელს — დაახლოებით 575 მილიარდი დოლარით უსწრებს. პეიჯის ქონება 2026 წლის 4 თებერვლის მონაცემებით თითქმის 278 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

Forbes-ის შეფასებით, მასკს ტრილიონერობის სტატუსამდე სწორედ ამ თანხის დაახლოებით ნახევარი აშორებს — და არსებული ტემპის გათვალისწინებით, ეს ისტორიული მომენტიც, შესაძლოა, მხოლოდ დროის საკითხი იყოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები