ისტორიაში პირველად შშმ პირი კოსმოსში გაფრინდა (ვიდეო)

გერმანელი ინჟინერი მიხაელა ბენტჰაუსი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად კოსმოსში გაფრენა შეძლო.

„ბენტჰაუსმა შვიდი წლის წინ ველოსიპედზე მომხდარი ავარიის შედეგად ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო, თუმცა ასტრონავტობაზე დიდი ხნის ოცნების ასრულება დღის წესრიგიდან არასოდეს მოუხსნია.

.მიზნის მიღწევაში მას ამერიკული კოსმოსური კომპანია – Blue Origin დაეხმარა, რომელიც მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ეკუთვნის.

ენტჰაუსი ხუთ მგზავრთან ერთად, აშშ-ის შტატ ტეხასიდან მრავალჯერადი კოსმოსური რაკეტით — New Shepard — გაემგზავრა და ე.წ. კარმანის ხაზი გადაკვეთა, რომელიც კოსმოსის პირობით საზღვრად მიიჩნევა. ფრენა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

დაშვების შემდეგ მიხაელა ბენტჰაუსმა აღნიშნა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება იყო. მან აღნიშნა, რომ სიმსუბუქის განცდასთან ერთად შთამბეჭდავი იყო კოსმოსში აფრენის მომენტიც.

კომენტარები

სხვა სიახლეები