27–29 ნოემბერი არის ის დრო, როდესაც ჩვენი აკრძალული სურვილები და შინაგანი ჩრდილები ზედაპირზე ამოდიან. ამ დღეების შესახებ პროგნოზს ასტროლოგი, რამაზ გიგაური გვიზიარებს:
“ვენერა-ლილიტის შეერთება: ყველაზე ცხელი და სახიფათო ასპექტი!
/© რამაზ გიგაური/
27–29 ნოემბერი არის ის დრო, როდესაც ჩვენი აკრძალული სურვილები და შინაგანი ჩრდილები ზედაპირზე ამოდიან. თუ გენიოს სიორენ კირკეგორს დავესესხებით, ეს არის „შიში და თრთოლვა“.
ზუსტი შეერთება – 28 ნოემბერს.
რატომ ხდება ეს?
ეს ხდება იმიტომ, რომ ვენერა (სიყვარული, ფული, ჰარმონია) უერთდება ლილიტს (პირველადი ინსტინქტები, ტაბუ, დათრგუნული სურვილი, მანიპულაცია, კარმული ცდუნება). ამ დროს „აკრძალული ხილი“ მთელ წელიწადში ყველაზე ტკბილად გამოიყურება!
რა საფრთხეები იმალება ამ ემოციურ ქარიშხალში?
1. ტოქსიკური მიზიდულობა: იგრძნობთ ძლიერ, მაგნიტურ მიზიდულობას ვინმეს მიმართ, რომელიც შეიძლება მომავალში თქვენი „თავის ტკივილი“ გახდეს. მაღალია ტოქსიკური, აკრძალული (დაქორწინებული, კოლეგა, ექსი) ან სამკუთხა ურთიერთობებში ჩართვის რისკი.
2. ფინანსური მანიპულაცია: ვენერა ფულს მართავს. ამ დღეებში მოერიდეთ ფულის არასწორ ხარჯვას (აზარტული თამაშები, ძვირად ღირებული საჩუქრები).
3. ფანტაზიების „ამოფრქვევა“: დათრგუნული სურვილები და ტაბუირებული ფანტაზიები შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს. ზოგისთვის ეს ემოციური განთავისუფლებაა, ზოგისთვის კი — დესტრუქციული ქცევა.
4. შურისძიების ცდუნება: თუ ვინმეს მიმართ წყენა გაქვთ, ლილიტი „მოგცემთ“ ძლიერ სურვილს, რომ მანიპულაციით ან ემოციური შანტაჟით „სამაგიერო გადაუხადოთ“.
როგორ გადავრჩეთ ეს დღეები? (უსაფრთხოების წესები)
• დაიცავით 48-საათიანი პაუზა: თუ გრძნობთ, რომ „ძალიან გინდათ“ ვინმე ან რამე — არ გააკეთოთ არაფერი! დაელოდეთ მინიმუმ 3-4 დღე, სანამ ასპექტი გაიფანტება და ემოციები დაწყნარდება.
• არ გაგზავნოთ კომპრომატი: მოერიდეთ პირადი სახის ინფორმაციის გამჟღავნებას.
• არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები: არ დაშორდეთ, არ დაქორწინდეთ, არ დახარჯოთ ბოლო ფული.
• დახარჯეთ ენერგია ხელოვნებაში: მიმართეთ ენერგია შემოქმედებაში, ცეკვაში ან სექსუალურ ფანტაზიებში (თქვენს პარტნიორთან ერთად და უსაფრთხოდ!).
მოკლედ: ეს არის დღე, როცა ჩვენი ჩრდილი ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ მაცდუნებელიც. კახურად რომ ვთქვათ, „თავკანტროლი“! ” – წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები